ქენდალ ჯენერი შეცვლილი იმიჯითა და დემნა გვასალიას სამოსით (ვიდეო)

09.02.2019 მოდის სამყარო 21 0 0.0

Загрузка...

23 წლის ამერიკელმა მოდელმა - ქენდალ ჯენერმა გადაწყვიტა საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეკვირვებინა შეცვლილი იმიჯით და ელენ დეჯენერისის პოპულარულ შოუს განსხვავებული ვარცხნილობით ესტუმრა.

როგორც კადრებიდან ჩანს, მან თმის შეჭრა გადაწყვიტა და ეჭვგარეშეა, რომ განახლებული ვიზუალი მას განსაკუთრებულად უხდება.

ხოლო რაც შეეხება მის ჩაცმულობას, მოდელმა ამჯერად დემნა გვასალიას მიერ შექმნილ დიზაინზე შეაჩერა არჩევანი და Vetements-ის ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული მწვანე კაბა მოირგო.

ქენდალის ჩაცმულობა ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მათ შორის არისVogue-ით, რომელმაც დემნას ამ კაბას სტატიაც მიუძღვნა.

"2019 წლის საგაზაფხულო კოლექციისთვის დემნა გვასალიას შთაგონების წყარო ქართული ფესვები და ის მძიმე ომი გახდა, რომელიც მისმა ქვეყანამ გამოიარა. თუმცა მან ასევე ნოსტალგიის გარკვეული ელემენტები შეიტანა და ეს კაბები იმ სტილის ახლებური ვარიაციებია, რომლებსაც ქალბატონები დემნას ბავშვობაში, 90-იან წლებში ატარებდნენ" - აღნიშნულია სტატიაში.

შოუს, რა თქმა უნდა სახალისო მომენტების გარეშე არ ჩაუვლია...

ერთ-ერთი მათგანი, რომელშიც მოდელს ელენი განსაკუთრებულ სიურპრიზს უწყობს ინსტაგრამზე თავად ქენდალმა გააზიარა.

ავტორი: თამარ დევდარიანი


შეცვლილი, სამოსი, ქენდალ ჯენერი, დემნა გვასალია, იმიჯი, ვიდეო

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...