ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

11.07.2018 საზოგადოება 177 0 0.0

Загрузка...

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში, ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ისინი ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა, თუმცა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარებითი ჩვენება მისცა.

შსს-ს ოფიციალური განცხადება საქმესთან დაკავშირებით:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მომხდარ ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

metronome.ge

ფოტო: 1tv.ge


მწყემსი, ბრალდებული, შეეფარდა, ხეობა, მკვლელობა, პატიმრობა, მომხდარი, ხადა

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...