"ხელისუფლებამ და ივანიშვილმა მეტი რაღა უნდა უქნან, უკვე გაუგიჟებია... ღმერთს!"

16.04.2019 საზოგადოება 17 0 0.0

Загрузка...

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უპირისპირდება და მასზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც მძინარაშვილი წერს, ოპროლალიით დაავადებული ნიკა გვარამია ტელეეთერით იგინება და თან ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რამეს თუ მიზამთო.

მისი თქმით, მეტი რაღა უნდა უქნას მთავრობამ და ივანიშვილმა, უკვე გაუგიჟებია ღმერთსო.

"გასული საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკ-ტროცკისტების შექმნილი "მებრძოლ უღმერთოთა კავშირის" წევრი კომკავშირელები ტაძრებიდან ჯვრებს ხსნიდნენ, ზარებს ამტვრევდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ. 

გაკვირვებული ხალხი პირჯვარს იწერდა და ღმერთს პატიებას სთხოვდა, - უგუნურნი არიან და არ იციან, რას სჩადიანო.

მებრძოლი უღმერთოები ხალხს დაცინვით და იქედნურად მიმართავდნენ, - აბა, სად არის თქვენი ღმერთი, აბა, რამეს თუ გვიზამსო.

შეძრწუნებულ ხალხს მოხუცი ქალი გამოეყო და აღგზნებულ კომკავშირელებს სიბრალულით მიმართა, - მეტი რაღა უნდა გიქნათ, გაუგიჟებიხართო.
ახლა ეს რატომ გამახსენდა:

კოპროლალიით დაავადებული ნიკა გვარამია ტელეეთერით იგინება და თან ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, - აბა, რამეს თუ მიზამთო.

ხელისუფლებამ და ივანიშვილმა მეტი რაღა ან რატომ უნდა უქნან ამ შემპყრობილს?! ან რა საჭიროა, რომ რამე უქნან, როცა იმ მოხუცი ქალის ნათქვამი ზედმიწევნით შეეფერება: 
უკვე გაუგიჟებია... ღმერთს!"

ავტორი: ელენე გუმა

წყარო

ღმერთი, ხელისუფლება, ივანიშვილი

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar