ხელოვნური ინტელექტის რობოტების მიერ წარმოთქმული 3 შემზარავი წინადადება

27.04.2019 გამოგონებები 168 0 0.0

Загрузка...

ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია, რაც საზოგადოების და მეცნიერების ინტერესში შედის. ეს იმიტომ, რომ ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა კაცობრიობის მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს. რობოტები დროთა განმავლობაში იცვლებიან და შესაძლოა მათ სამომავლოდ მიიღონ ადამიანების ბრძანების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებიც. დიახ, ეს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი არ არის, მაგრამ რეალობასთან უკვე ძალიან ახლოსაა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ დღემდე შექმნილი, ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის რობოტების შემზარავ სიტყვებს, რომლებიც ადამიანებს მომავალზე დააფიქრებს.

image

ფილიპ კ. დიკი

image

ხელოვნური ინტელექტის მატარებელ რობოტს, სახელი ცნობილ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალის საპატივსაცემოდ შეარქვეს - ფილიპ კ. დიკი

რობოტი შექმნილია ადამიანებთან სალაპარაკოდ, აქედან გამომდინარე, მას შეუძლია ადამიანების იმიტაცია, შეუძლია ისაუბროს სხვადასხვა ადამიანთან და მოიქცეს მათსავით. ასეთი ნიჭიდან გამომდინარე, ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუც კი ჩაწერა. ზუსტად ამ ინტერვიუში მან ისეთი სიტყვები წარმოთქვა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ჟურნალისტმა ფილიპს დაუსვა შემდეგი კითხვა - შესაძლებელია თუ არა ერთ დღეს რობოტებმა მსოფლიო დაიპყრონ?

ფილიპის პასუხი ასეთი იყო - "შენ ჩემი მეგობარი ხარ და მე ჩემს მეგობრებს არ დავივიწყებ, მათ კარგად მოვექცევი, სულ რომ ტერმინატორადაც გადავიქცე... შენ შეგინახავ იმ ბაღში, სადაც კეთილი ადამიანები მეყოლებიან დამწყვდეულები." ჟურნალისტმა არ შეიმჩნია, თუმცა ხელოვნური ინტელექტის რობოტს თუ ამდენი ფიქრი შეეძლო, ნამდვილად საოცარი და ამავდროულად დამაფიქრებელია..

სოფია

image

სოფიასაც შეუძლია იგივე რაც ფილიპს. თუმცა მისი ხელოვნური ინტელექტი უფრო განვითარებულია, ვიდრე დანარჩენებისა. სოფია მიწვეულ იქნა ერთ-ერთ ამერიკულ talk show -ზე, სოფიამ და წამყვანმა ერთმანეთში ითამაშეს ქვის, ქაღალდის და მაკრატლის თამაში, რომელიც სოფიას გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვების შემდეგ, სოფიამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "მე გავიმარჯვე! ეს ადამიანთა მოდგმის დომინაციისთვის კარგი დასაწყისია:- ამ მომენტში მაყურებელი რათქმაუნდა მხიარულად გამოიყურებოდა და სიცილს ვერ იკავებდნენ, თუმცა მოგვიანებით ძალიან ბევრი ადამიანი სოფიას განცხადებით შეშინებული აღმოჩნდა.

ბინა 48

image

ბინა 48 - ასე ჰქვია რობოტს, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის წარმოადგენელია და შეუძლია ადამიანების მსგავსად გრძნობების გამოხატვა, თუმცა ერთი ნაკლი აქვს - რობოტს სხეული არ გააჩნია!

აიფონის პროგრამა Siri, რობოტს ეკითხება, თუ სად სურს ცხოვრება მომავალში, რობოტი მას შემდეგნაირად პასუხობს - ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი არ მსურს, თუმცა არ ვიტყოდი უარს რაკეტებზე, რომლის მართვასაც მე შევძლებდი... დედამიწას არ გავანდგურებდი, თუმცა დიდი სიამოვნებით ვმართავდი... ამ პასუხის შემდეგ, ბინა 48 მა გაიღიმა.

ავტორი: ალექსი აბდიევი

წყარო

შემზარავი, რობოტები, წინადადება, ხელოვნური ინტელექტი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar