ხუხაშვილი ენმ-სა და “ევროპული საქართველოს” შეთანხმებაზე: “ადამიანებს საერთო დანასაულზე მეტად არაფერი აერთიანებს”

11.07.2018 საზოგადოება 17 0 0.0


loading...
Загрузка...

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” შეთანხმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათ ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ საერთო დანაშაული ადამიანებს ყველაზე მეტად აერთიანებს.

“ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ნამდვილად ვერ იტანენ, მაგრამ ეს არის სხვა განზომილება. ეს არის პირადი ურთიერთობები. საერთოდ ადამიანებს იმაზე მეტად არაფერი აერთიანებთ, ვიდრე საერთო დანაშაული. დანაშაული აცემენტებს ადამიანებს. ერთმანეთი რომც ეზიზღებოდეთ, ისინი მთელი ცხოვრება ერთად ყოფნისთვის არიან განწირულები. ეს არის კლასიკური შემთხვევა.

საზოგადოება როდესაც რეჟიმის დანაშაულზე საუბრობს, ეს ხომ არ იყო სააკაშვილის პირადი დანაშაული, ეს იყო რეჟიმის დანაშაული. ამ სისტემის ძირითადი აქტივი “ევროპულ საქართველოშია”. ეს დანაშაული “ევროპული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას შეუძლებელს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი არ უყვართ. ასე , რომ ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სამ ძირითად პუნქტზე შეთანხმდა. მისი თქმით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს პარტიები მხარს დაუჭერენ.
„ბრიუსელში, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, სადაც საუბარია 3 ძირითად პუნქტზე:

1 – მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2 – კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3 – არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.

metronome.ge


ხუხაშვილი ენმ-სა და “ევროპული საქარ

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...