ხურიტები / Hurrians / Xuritebi

30.07.2019 საკითხავი 14 0 0.0

Загрузка...

ხურიტები

ხურიტები (Hurrians) იყვნენ იბერო-კავკასიური მოდგმის ხალხი, რომელთა ენაც ენათესავებოდაურარტულს. ხურიტებმა შექმნეს ძალიან მძლავრი სახელმწიფო - მითანის სამეფო, რომელიც ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-16 საუკუნეში და განადგურდა ძვ.წ. მე-13 საუკუნეში ასურეთის იმპერიის მიერ. ხურიტები მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შუამდინარეთის ტერიტორიებზე, მდინარეების ხაბურისა და ბელიხის ხეობებში და ზემო დინებებში. ეს ტერიტორიები ძველბაბილონური წერილობითი წყაროების მიხედვით შედიოდა სუბართუში, რომლის მოსახლეობასაც საერთო სახელწოდება ჰქონდა - სუბარები ან სუბარელები (არსებობს ასევე სვანური გვარი სუბარი). ხურიტული ტომები და მათი ენა ენათესავებოდა ქართველურ ტომებს, მათს ენას და დიალექტებს და ასევე დღევანდელ ნახურ-დაღესტნურ ენებს და დიალექტებს. ისინი უძველესი იბერო-კავკასიელების შთამომავლები იყვნენ და რეგიონის ავტოქტონურ მოსახლეობას წარმოადგენდნენ.

ხურიტები

ანთროპოლოგიურად მათ მიაკუთვნებენ ასიროიდულ ტიპს. ხურიტები წარმოიშვნენ სამხრეთ კავკასიაში იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე ჰყვაოდა ცნობილი მტკვარ-არაქსის კულტურა და შემდგომ პერიოდში, დაახლოებით დღევანდელი აღმ. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მშვიდობიანად გავრცელდნენ უფრო სამხრეთის მიმართულებით. ხურიტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ხეთურ კულტურასა და რელიგიაზე, ასევე მეზობელ სემიტური მოდგმის ტომებზე. ძვ.წ. 23-ე საუკუნეში უკვე საკმაოდ ფეხი ჰქონდათ მოკიდებული ხურიტებს აქადების ჩრდილოეთ ტერიტორიებზე და ჰქონდატ რამდენიმე დიდი და წარმატებული ქალაქი, როგორებიცაა არაფხა, ურკეში და ა.შ. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ხურიტების ტერიტორიაზე შეიჭრა ინდო-ევროპული მცირე ეთნიკური ჯგუფი, რომელმაც მალევე განიცადა ხურიზაცია და ხურიტებთან განიცადეს ასიმილაცია. მათი კვალი კი მხოლოდ მითანის ღვთაებათა და პირთა, კერძოდ მეფეთა სახელებში და მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინებში შემორჩა. მას შემდეგ, რაც დაეცა ხური-მითანის სამეფო ძვ.წ. მე-13 საუკუნეში ასურეთის იმპერიის გამო, ხურიტებმა წარმოქმნეს კიდევ ერთი სახელმწიფო - გუზანის სამეფო, რომელიც მოგვიანებით მთლიანად არამეული გახდა.

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

წყარო

ხურიტები, Xuritebi, Hurrians

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar