ხუთი მდიდრული სასტუმრო, რომელიც მუზეუმს ჰგავს

26.07.2019 დიზაინი და ინტერიერი 26 0 0.0

Загрузка...

მსოფლიოს გარშემო არსებობს ისეთი დიზაინის სასტუმროები, რომლებიც დიზაინით გალერეებს გვაგონებს. იშვიათი ხელოვნების ნიმუშები, ანტიკვარული ავეჯი და ძველი ქანდაკებები - აქ ყველაფერი ამაღელვებლად მდიდრულია.

1. Shangri-La, პარიზი

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო პარიზის გულშია განთავსებული, ეიფელის კოშკიდან 700 მეტრში. სასტუმრო 1896 წელს აშენებულ შენობაშია, ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისწულის, პრინცი როლანდ ბონაპარტის ყოფილ რეზიდენციაში. ნომრების დეკორზე დიზაინერმა პიერ-ივ როშონმა იზრუნა. ინტერიერი სამეფო სასახლეს მოგვაგონებს და უმშვენიერესი ხედი ამშვენებს.

2.  Rome Cavalieri, A Waldorf Astoria, რომი

ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულია რომში. მასში 700 მილიონ დოლარად შეფასებული ხელოვნების ქმნილებები ინახება. აქ შეხვდებით ენდი უორჰოლის ნახატებს, ანტონიო ტანტარდინის სკულპტურებს, რუდოლფ ნურიევის მოზაიკას... ნომრების ინტერიერი მთლიანად ხელოვნების ნიმუშია. სასტუმრო სამი მიშლენის მფლობელ რესტორანსაც გთავაზობთ.

3.  Le Palais Art Hotel, პრაღა

ეს სასტუმრო ძველ სამეფო რეზიდენციაშია განთავსებული, რომელიც 1897 წელსაა აგებული. ნომრებს ძველი ფრესკები აფორმებს. წარმოდგენილია ლე კორბიუზეს ორიგინალური გრაფიკული ნამუშევრები. აქ რეგულარულად იმართება გამოფენები.

4. Four Seasons Hotel Firenze, ფლორენცია

ეს 5ვარსკლავიანი სასტუმრო ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, ქალაქის ყველაზე დიდი ბაღის მახლობლად. ორივე შენობა, რომლებშიც სასტუმროა განთავსებული, აღორძინების ეპოქას ეკუთვნის. ერთ-ერთი მათგანი კარდინალ ალესანდრო დე მედიჩის ეკუთვნოდა, მეორე კი მონასტერი იყო. სასტუმრო ნამვილად მუზეუმს მოგაგონებთ. ყველგან ძველი ფრესკები და ბარელიეფებია. ნომრები იშვიათი იტალიური ხელოვნების ნიმუშებითაა მორთული.

5 . The Dolder Grand, ციურიხი

აქ კი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ვხვდებით, რომელთა ფლობაც ბევრ მუზეუმს შეშურდებოდა. დერეფნებსა და ორი მიშლენის მქონე რესტორანში უორჰოლის, რენე მაგრიტის, ტაკასი მურაკამის, დალის და პისაროს ნამუშევრები მოგვჭრიან თვალს.

ავტორი: ანი მესხიშვილი

წყარო

სასტუმრო, ხუთი, მუზეუმი, მდიდრული

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar