ქიბარ ხალვაში დვალსა და აქიმიძესთან შეხვედრას გეგმავს

20.07.2019 ახალი ამბები 38 0 0.0

Загрузка...

"ქიბარ ხალვაშს აქვს შემდეგი პოზიცია, ის აპირებს შეხვდეს დვალს და აქიმიძეს",- ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შესაძლოა დღეს ან ხვალ შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია რჩება თუ არა 2017 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში აქიმიძესა და დვალს წილის 50 პროცენტს გადასცემდა, დვალი კი ტელეკომპანიას უხელმძღვანელებდა.

"გვმართებს მოთმინება. მთავარი ახლა ისაა რომ არ დაზიანდეს ტელეკომპანიის ინტერესები და არხმა განაგრძოს მუშაობა ისე, როგორც მუშაობდა. დანარჩენი დროის საკითხია, ისინი აუცილებლად შეხვდებიან ერთმანეთს. შესაძლოა დღესაც, ხვალაც, მაშინ. როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა. გადაწყდება ეს საკითხებიც და ჩაგაყენებთ საქმის კურსში “, - განაცხადა პაატა სალიამ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი  სოციალურის ქსელის საშუალებით საქართველოს პროკურატურას მიმართავს    და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს.

"საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?"- წერს დვალი.

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 

წყარო
ფოტო:Imedi

აქიმიძე, დვალი, შეხვედრა, გეგმა, ქიბარ ხალვაში

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar