კიმ ჩენ ინის ჰარამხანა - "კიპიმჩო"

09.05.2019 მსოფლიო ამბები 148 0 0.0

Загрузка...

იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად ჩრდილოეთ კორეაში მსოფლიოს მცირეოდენმა ნაწილმა თუ იცის. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს კი - სხვა ქვეყნების უმრავლესობა, ლტოლვილებისგან გებულობს, რომლებმაც რის ვაი-ვაგლახით დაღწიეს თავი კომუნისტი ტიკინა დიქტატორის ნამგლისა და უროს ქვეყანას...

ხანდახან, რაღაც-რაღაცეების გაგება მეზობელი ქვეყნების ჟურნალისტებსაც უხდებათ ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, სამხრეთ კორეელმა სენსაციების მაძებრებმა ხელთ, იგდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკინა ბელადმა, კიმ ჩენ ინმა - პაპისა და მამის მიერ დაარსებული ამაზრზენი ტრადიცია აღადგინა!

რის შემდეგაც ქვეყანაში დიქტატორის ხელის ბიჭებმა ენერგიულად დაიწყეს მისი ჰარემისთვის, რომელსაც "კიპიმჩო" (სიამოვნების ოცეული) ჰქვია, შესაფერისი კანდიდატების მოძიება-გადაბირება. "კიპიმჩო" ეს მოკრძალებული კომუნისტური ციფრია, თორემ ამ 21-ე საუკუნის აღმოსავლელ ტაკიმასახარას, სინამდვილეში 300 დან 500- მდე ქალწული ჰყავს "კომუნისტურ ჰარემში". ბუნებრივია, ამ სექსუალური არსებებით, მისი სასახლის კარის დიდებულებიც ერთობიან...

ჰარამხანა ჯერ კიდევ კიმ ირ სენის დიქტატორობისას არსებობდა, ამ უკანასკნელმა ჩრდილოეთ კორეა დაარსა.მან განცხრომის ეს სავანე, მამისგან მიიღო მემკვიდრეობად. ხოლო, როცა ახალგაზრდა კიმ ჩენ ინი ავიდა კომუნისტური დიქტატურის ტახტზე და ნამგლისა და უროს მაგიურ ძალას ეზიარა, ბოზებისთვის აღარ ეცალა, რადგან ქვეყნის შიდა მტრების მოშორებით დაკავდა და ჰარემი გააუქმა... მაგრამ ახლა, რგორც კი - კარგად მოსუქდა "ყველის ჭამია" , 21-ე საუკუნის კომუნიზმის ბურჯი და სახალხო ჯამბაზი, ლიბიდომ იმძლავრა მასში და მამა-პაპური ტრადციული საბოზეთი კვლავ აღადგინა.

ქალთა მაძებარი გადამბირებლები ქვეყნის მასშტაბით დაძრწიან და საგულდაგულოდ არჩევენ დათქვირინებულ ჩრდილო კორეელ ხელუხლებელ ლამაზმან (ქალიშვილებს) ასულებს. კიმს სექს-სათამაშო გოგონების თავისებური კრიტერიუმები აქვს. დიქტატორის ჰარემის მომავალი ბოზი, 170 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს სიმაღლეში. კანდიდატები მკაცრ შერჩევას გადიან, რომლის შემდეგაც, სექსში დაოსტატების, განსწავლის პერიოდი ეწყებათ.

მონათხრობთა მიხედვით, "კიპიმჩო" სამი ქვედანაყოფისგან შედგება. პირველი ქვედანაყოფი უშუალოდ დიქტატორის სექსხუშტურებს ემსახურება. მეორე ქვედანაყოფი, მასაჟებს უკეთებს მბრძანებელსა და მის საძმოს. მესამე ქვედანაყოფი კი - ცეკვითა და თანამედროვე სტრიპტიზით ართობს მუქთახორებს...

მთელი ეს ალიაქოთი, დიდ ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად, კიმი თავის პირველი ქვედანაყოფის ბოზების მარტო ღამის საცვლებში, 3 მილიონ დოლარს ხარჯავს ყოველწლიურად. იმასაც ამბობენ, რომ მასაჟისტების ჯგუფისთვის საუკეთესო ლამაზმანებსა და პროფესიონალ-ინსტრუქტორებს უცხო ქვეყნებიდან იზიდავენ ...

გადამბირებლები , ხშირად "სიამოვნების ოცეულს" სკოლის მოსწავლეებიდანაც კი ავსებენ. აქ გასახედნად მოჰყავთ 13 წლის ასაკიდან. რაც შეეხება ბელადს, მისთვის 22-25 წლის ქალწული უკვე მობერებულად ითვლება. თუ ჰარამხანის ბოზები ბელადს კარგად ასიამოვნებენ, მაშინ იგი მათ თავის ხელქვეითებს მიათხოვებს, ისე რომ ქმრებს არასოდეს ეცოდინებათ, თუ ვინ იყვნენ მათი ცოლები წარსულში...

თავად დიქტატორს მშვენიერი ცოლი ჰყავს, რომელიც საზოგადოებაში პირველად 2012 წელს გამოჩნდა მეუღლესთან ერთად. წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს. ცოლის ქმარზე გარკვეული გავლენის წყალობით, ჩრდილო კორეელ გოგონებს უკვე შეუძლიათ ველოსიპედის ტარება. მაგრამ, რაც შეეხება ჰარემს, მას ვერაფერი მოუხერხა დიქტატორის ცოლმა...

სპეციალურად ambioni.com - ისთვის

ავტორი: ვაჟა ჩომახიძე


ჰარამხანა, კიმ ჩენ ინი, კიპიმჩო

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar