კონფლიქტის მხარეები კალაძის ამხანაგური მატჩის ინიციატივას ეხმიანებიან

10.04.2018 ახალი ამბები 213 0 0.0

Загрузка...

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვაზე მხარეები ეხმიანებიან.

როგორც ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრები და ინციდენტის მონაწილე რეზო კუპატაძე ამბობს, მატჩში მონაწილეობას მიიღებს, "მაგრამ ის არ გამოვა, ჩვენი ბავშვები მთელი დღე მოედანზე არ შეუშვან", - თქვა კუპატაძემ. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

„თავიდანვე იქ ვიყავი, დავინახე, რომ მოედანზე მარტო შევიდა ერთი ადამიანი. ჩემი თვალით დავინახე, რომ მას დაარტყეს, ხოდა ეს რომ დაინახა ხალხმა, მერე მოვარდნენ. მოთამაშეები გარეთ გამოვარდნენ, ხელკეტი არ უჭირავს არავის, იქ ერთ მამაკაცს ხელჯოხი უჭირავს. კანის ფერის გამო არ მომხდარა დაპირისპირება, ისინი რომ ქართველები ყოფილიყვნენ, იგივეს ვეტყოდით, ბავშვები ცოდოები იყვნენ და გვინდოდა ეთამაშათ. ერთმა კაცმა შეიძლება გაყაროს 20 ადამიანი მოედნიდან? ეს ხომ არალოგიკურია, კადრები გავრცელდა, მაგრამ საწყისი არ არის გადაღებული, მაგათან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, არანაირი აგრესია არ გვაქვს მათ მიმართ, მათ აიყვანეს 50 ადვოკატი და ჩვენ არ გვყავს ადვოკატი. ვფიქრობთ, ფული ავაგროვოთ და ავიყვანოთ ადვოკატი“, – განაცხადა ბელიაშვილის ქუჩის კიდევ ერთმა მცხოვრებმა.

კალაძის ინიციატივას ეხმიანება ნიგერიელი სტუდენტების ადვოკატი შოთა თუთბერიძე. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს, თუთბერიძემ არ იცის "რამდენად ექნებათ სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის, მაგრამ გამოძიების დასრულების შემდეგ ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ, ალბათ".

„ცოტა არასერიოზული განცხადება მგონია, მით უმეტეს საჯარო მოხელის მხრიდან, რომელსაც, ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გამოძიება უნდა აინტერესებდეს და აღელვებდეს, ამბობს - მოდი დავივიწყოთ ის დანაშაული, რაც მოხდა. მე ვფიქრობ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის დავიწყება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან და ეს ნამდვილად არ იყო წვრილმანი ხულიგნობა ან რაიმე სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ ეტაპზე ცხადია ვითხოვთ გამოძიების ეფექტურად, სწრაფად და ობიექტურად დასრულებას. ამის შემდეგ კი, მე არ ვიცი რამდენად ექნებათ სტუდენტებს იმ სტადიონზე თამაშის ხალისი, მაგრამ ცხადია ნებისმიერ თამაშზე ყველა შემოთავაზებას განიხილავენ ალბათ“, - განაცხადა ადვოკატმა. 

თბილისის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის დროსაც ფერადკანიან სტუდენტებს ადგილობრივებმა სტადიონი დაატოვებინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს თბილისში ჩამოსულ ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ამხანაგური მატჩის ორგანიზება დაავალა. 

8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

წყარო: imedinews.ge


ინიციატივას, ამხანაგური, მხარეები, კალაძის, კონფლიქტის, ეხმიანებიან, მატჩის

ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?
18.12.2018
5 წესი 2019 წლის საახალწლო მაგიდის გასაწყობად ფენ-შუის მიხედვით
18.12.2018
ზოდიაქოს ყველაზე არამზადა ნიშნები
17.12.2018
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ათი ლედი
17.12.2018
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...