კრიშტიანუ რონალდუს საყვარელ ქალს ფეხბურთელის ოფიციალური ცოლობა სურს!

05.04.2019 ვარსკვლავები 27 0 0.0

Загрузка...

კრიშტიანუ რონალდუს საყვარელმა ქალმა, ფეხბურთელთან  პირველი  შეხვედრა გაიხსენა. 

25 წლის ჯორჯინა როდრიგესმა განაცხადა, რომ მისი და რონალდუს სასიყვარულო რომანი ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.

მათი პირველი შეხვედრა მადრიდში Gucci-ის მაღაზიაში შედგა, სადაც ჯორჯინა გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა.

მეორე შეხვედრა კი ერთ-ერთი ბრენდის ივენთზე მოხდა, სადაც წყვილმა უფრო მშვიდ გარემოში შეძლო საუბარი.

რონალდუს საყვარელი ქალისგან გოგონა, სახელად ალანა მარტინა ჰყავს. აღსანიშნავია რომ ფეხბურთელს სუროგატი დედებისგან ჰყავს ვაჟი კრიშტიანუ და ტყუპები ევა და მატეუ.

ჯორჯინა როდრიგესი დიდ დროს ატარებს ბავშვებთან ერთად, უმზადებს მათ საუზმეს და სადილს. დადის სპორტ დარბაზში და სპა პროცედურებზე.

ჯორჯინა მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ის დიდი სიამოვნებით გახდება პორტუგალიელი ფეხბურთელის ოფიციალური მეუღლე. არსებობს ეჭვებიც, რომ ისინი უკვე დანიშნულებიც არიან.

"ჩემთვის სახლი ჩემი ოჯახია!  ადგილი, სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს! გარემო, სადაც ჩემს შვილებთან და ჩემს მეორე ნახევართან ერთად ვცხოვრობ."

ავტორი: ნინა პარუნაშვილი

კრიშტიანუ რონალდუ, საყვარელი ქალი

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar