კვლევა: ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე გავლენა გენეტიკას აქვს

08.10.2018 საზოგადოება 17 0 0.0

Загрузка...

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სწავლაში ბავშვის წარმატებები უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია გენებზე, ხოლო მისი ინტელექტუალური უნარები ამაში უფრო ნაკლებ როლს თამაშობს.

ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაწყებით კლასებში, საშუალო სკოლის გამოცდების დროს და კერძო საგნების შესწავლის დროსაც წარმატება, თითქმის ორი მესამედი ხვედრითი წილით, დამოკიდებულია გენებზე. 

მეცნიერებმა 6000 წყვილი ტყუპი ამოარჩიეს, რომლებიც ტყუპის ადრეული განვითარების პროგრამაში მონაწილეობდნენ, და გააანალიზეს მათი შეფასებები - დაწყებითი კლასებიდან აუცილებელ საშუალო განათლების დონემდე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტყუპების წარმატებები უჩვეულოდ სტაბილური იყო. ის ვინც კარგად სწავლობდა დაწყებით კლასებში, კარგი შედეგებით დაასრულეს GCSE-ის გამოცდა (საშუალოდ განათლების მიღების სერტიფიკატი. 

ტყუპზე დაკვირვებამ მეცნიერებს საშუალება მისცათ დაედგინათ, რომ მათი წარმატება გენებზე იყო დამოკიდებული. იდენტური ტყუპს ერთნაირი გენეტიკური კრებული აქვთ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ ტყუპს, ისევე როგორც დებს და ძმებს, საშუალოდ 50%-იანი მსგავსება აქვთ. 

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ განათლების სფეროში წარმატება, თითქმის 70%-ით დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორზე, ხოლო 25% გარე ფაქტორებია. დანარჩენი 5% მეგობრების ან მასწავლებლების გავლენა. როდესაც წლებთან სწავლაში წარუმატებლობა ვლინდებოდა, ეს პირველ რიგში დამოკიდებული იყო იმ გარე ფაქტორებზე, რომლებიც ტყუპებს განსხვავებულად ჰქონდათ. 

imedinews.ge

ფოტო: shutterstock.com


გენეტიკას, აქვს, ბავშვის, მოსწრებაზე, აკადემიურ, კვლევა, გავლენა

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...