ლაშა ტალახაძემ რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

27.09.2019 სპორტის სიახლეები 30 0 0.0

Загрузка...

27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია. მესამე ადგილზე 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.

შეჯიბრება აკვრაში რამდენიმე წუთში დაიწყება.


ჩემპიონი, ატაცი, ლაშა ტალახაძე, დაამყარა, მსოფლიო, რეკორდი

დილის ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან (19 ოქტომბერი, 2019)
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 18 ოქტომბერი, 2019 წელი
19.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 17 ოქტომბერი, 2019 წელი
18.10.2019
ნებისმიერი გოგოს "შებმის" 24 მარტივი ქცევა...
17.10.2019
სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს
17.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 16 ოქტომბერი, 2019 წელი
16.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar