ლედი გაგამ ორსულობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

14.03.2019 ვარსკვლავები 24 0 0.0

Загрузка...

რამდენიმე დღეა უცხოური პრესა აქტიურად წერს, რომ ლედი გაგა ორსულადაა და სავარაუდოდ მისი შვილის მამა ბრედლი კუპერია, რადგან წყვილის A Star Is Born-ზე წარმატებული მუშაობის შემდეგ, რომანს მიაწერენ.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი ფიქრობს, რომ გაგას შვილი კრისტიან კარინოსგან ეყოლება.

თუმცა, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როცა მსოფლიო ბრედლისა და გაგას ცეცხლოვან პერფორმანსებს განიხილავდა.

როგორც ჩანს, აღნიშნულმა ჭორებმა თავად 32 წლის მომღერლამდეც მიაღწია და რა თქმა უნდა არც კომენტარის გაკეთებისგან შეუკავებია თავი.

აღნიშნულ ფაქტს გაგა იუმორით შეხვდა და სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტი დაწერა , " ჭორები რომ ორსულად ვარ?! დიახ, მე #LG6-ზე ვარ ფეხმძიმედ!" - დაწერა მან და ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ის ახალ ალბომზე მუშაობს, შესაბამისად, პირად ცხოვრებაში ამგვარი სიახლისთვის მას ჯერჯერობით დრო არ აქვს.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

კრისტიან კარინო, ლედი გაგა, ბრედლი კუპერი

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...