«მალე კბილის მკურნალობა და პროთეზირება საჭირო აღარ იქნება» – აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები

09.02.2019 ჯანმრთელობა 18 0 0.0

Загрузка...

ის რომ ალიგატორის კბეილების რეგენერაცია ხდება, მეცნიერებისთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი. მაგრამ, დღემდე ითვლებოდა, რომ ეს პროცესი «დაპროგრამირებული» იყო და ის პერიოდულად ხორციელდება ისე, როგორც გველებისთვის კანის ცვლა, ან ფრინველების და ცხოველები განგური. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგენერაციის პროგრამის ამოქმედება პერიოდულად კი არა, საჭიროების შემთხვევაში ხდება და ახალი კბილი, მხოლოდ კბილის დაკარგვის შემთხვევაში ამოდის.

image

ალიგატორის კბილის ცვლის მექანიზმში გასარკვევად, მეცნიერებმა სხვადასხვა ტექნოლოგია გამოიყენეს (რენდგენის სხივები, ქსოვილების ანალიზი და ა. შ.), შეისწავლეს კბილის ემბრიონის სტადია, ახალგაზრდა და მომწიფებული კბილები და გაარკვიეს, რომ ქვეწარმავლის კბილი 3 ნაწილისგან შედგება. ესენია: მომწიფებული კბილი, განუვითარებელი ჩასანაცვლებელი და ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი. კბილის დაკარგვის შემდეგ, ჩასანაცვლებელი კბილი ზრდას, ხოლო ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი შესივება იწყებს. გარკვეული დროის შემდეგ, ჩასანაცვლებელი კბილი მწიფდება, ხოლო ქსოვილის გაბერვის ადგილზე, ახალი ჩასანაცვლებელი კბილი ჩნდება. ეს მექანიზმი, ალიგატორი სიცოცხლის მანძილზე, შეუფერხებლად ფუნქციონირებს და ის 80 კბილიდან, თითოეულს, საშუალოდ, 50-ჯერ მაინც იცვლის!

ადამიანის კბილები, შემადგენლობის მიხედვით, ძალიან ჰგავს ალიგატორის კბილებს. ადამიანსაც გააჩნია ღეროვანი უჯრედების შემცველი ქსოვილი. სწორედ მისი წყალობით ხდება სარძევე კბილების მუდმივი კბილებით ჩანაცვლება. ხან კი, რომელიმე კბილის ადგილზე კიდევ ერთი, მე-3 – ე. წ. «ნიანგის კბილიც» ამოდის.

image

ალიგატორი კბილი, რეგენერაციის თვალსაზრისით, უნიკალური არ არის. არსებობენ ამ თვისების მქონე, ფაუნის სხვა წარმომადგენლებიც. მაგ., ზვიგენს, სიცოცხლის მანძილზე, საშუალოდ, 30 000 კბილი ამოსდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მტაცებელი, 1 კბილს, მინიმუმ, 100-ჯერ იცვლის.

იმისთვის რომ გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა, ადამიანისთვის, დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანა, შეფფილდის უნივერსიტეტის (University of Sheffield, დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა ჯგუფმა, გარეტ ფრეიზერის (Gareth Fraser) ხელმძღვანელობით, ზვიგენის კბილების რეგენერაციის პროცესი შეისწავლა და აღმოაჩინა გენების ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პროცესზეა პასუხისმგებელი. როგორც გარიკვა, 400-მდეა ასეთი გენი არსებობს და კბილის დაკარგვის შემთხვევაში, სწორედ მათი ექსპრესირება ხდება ეპითელურ უჯრედებში, რაც ახალი კბილის ჩამოყალიბების საფუძველს იძლევა. ასეთი უჯრედები ჩვენც გაგვაჩნია. რაც შეეხება გენებს, – ადამიანის შემთხვევაში, სარძევე კბილების მოცვლის შემდეგ, მათი ატროფირება ხდება. ხოლო, ზვიგენისთვის პროცესი მუდმივად გრძელდება.

ამჟამად, მეცნიერები რეგენერაციის გენების მოქმედებას, ზვიგენის ემბრიოგენეზისის სტადიაში სწავლობენ და იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში, კბილის ამოყვანის პროცესის მართვას და დაკარგული კბილის ადგილზე, ახალი კბილის ამოყვანას თრაპიული გზით შეძლებენ.

წყარო

ბრიტანელი, პროთეზირება, მკურნალობა, მეცნიერები, კბილი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...