მარიხუანას მოწევის გამო მოსწავლემ გაკვეთილზე გონება დაკარგა

07.11.2018 საზოგადოება 14 0 0.0

Загрузка...

შემთხვევა სოფელი  კვირიკეს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში 30 ოქტომბერს მოხდა, როგორც სკოლის დირექცია აცხადებს მეცხრეკლასელი სკოლის მოსწავლე სკოლაში (ნარკოტიკული თრობის ) მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გაკვეთილზე გონება დაკარგა.

არასრულწლოვანს მარიხუანა  სკოლის ეზოში მყოფმა ე.წ. შავმა ბიჭებმა მოაწევინეს, ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ჯანმრთელობა გაუარესდა  და გონება დაკარგა, იგივე პირებმა არ მისცეს სკოლის ადმინისტრაციას საშუალება სკოლის მოსწავლე გადაეყვანათ ახლომდებარე საავადმყოფოში ან სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან სკოლის ადმინისტრაციას ადგილობრივი “შავი გაგების” პირები დაუპირისპირდნენ და დაემუქრნენ ფაქტი არ გასაჯაროვებინათ. უფრო მეტიც, მაშინ როცა დირექტორმა გადაწყვიტა საკუთარი ავტომობილით გადაეყვანა მოსწავლე საავადმყოფოში, სამედიცინო დახმარებაზე უარი თავად არასრულწლოვანის ახლო ნათესავებმა  განაცხადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფაქტს არ უარყოფენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, რომელებიც აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და მაღალკლასელებში გახშირებულია მარიხუანას მოხმარება, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება მათი მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია.

წყარო

დაკარგა, მოწევა, გონება, გაკვეთილი, მოსწავლე, მარიხუანა

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...