მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

12.07.2018 რელიგია 22 0 0.0


loading...
Загрузка...

მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო წირვას აღავლენს.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმიდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ 38 დღიანი მარხვა უძღოდა. მარხვა 4 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

1tv.ge
ავტორი - ეთა მამალაშვილი 


 

 


პავლობა, დღე, ეკლესია, აღნიშვნა, პეტრე, მართლმადიდებელი

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...