მარტოხელა დედები ჰოლივუდში

12.03.2019 ვარსკვლავები 32 0 0.0

Загрузка...

ბავშვის გაზრდა უზარმაზარი საქმეა, თუ ეს ქმრის გარეშე გიწევს − ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვარსკვლავებს შორის ბევრი ძლიერი ქალია, რომლებსაც ამ დავალებასთან შეჭიდება არაჩვეულებრივად გამოსდით.

ქეითი ჰოლმსი

უკვე მრავალი წელია, რაც ქეითი ქალიშვილ სურის, ტომ კრუზის მონაწილეობის გარეშე ზრდის. ცნობილი მსახიობი იშვიათად ხედავს ქალიშვილს, მაგრამ ჰოლმსი ორივეს მაგივრობას წარმატებით ითავსებს და მთელ თავისუფალ დროს შვილთან ერთად ატარებს. „ყოველთვის არ გამომდის, ვიყო იდეალური დედა. შენ უბრალოდ ცდილობ და მთლიანად იხარჯები. არის დღეები, როცა გრძნობ, რომ კარგი დედა ხარ, მაგრამ ზოგჯერ ამის საწინააღმდეგოს ფიქრობ“, − ამბობს ქეითი.

სკარლეტ იოჰანსონი

მსახიობმა ქალიშვილი მეორე ქმრისგან, ფრანგი ჟურნალისტისგან გააჩინა, რომელიც წყვილის დაშორების შემდეგ, პარიზში დაბრუნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში სკარლეტი გამოტყდა, რომ აღმერთებს ქალებს, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან, რადგანაც თავად მიაჩნია, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიშალოს ჭკუიდან. „იყო დედა, რომელიც მუშაობ − საოცარი გამოწვევა და დაუჯერებელი წარმატებაა. მაგრამ, ვფიქრობ, დანაშაულის გრძნობა ყოველთვის თან გდევს. როცა მუშაობ, ფიქრობ, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მომენტებს ტოვებ. თუ შვილთან ხარ, პირიქითაა − გაწუხებს აზრი, რომ სამუშაოს არასაკმარისი დრო დაუთმე. მუდამ ბალანსი უნდა ეძიო“, − აცხადებს სკარლეტი.

 

ჰოლი ბერი

51 წლის მსახიობი ორი ქმრისგან შეძენილ 2 შვილს ზრდის. ჰოლი დღეს არცერთთან არაა. მას მიაჩნია, რომ მარტოხელა დედის სტატუსი ტრაგედია სულაც არ არის, მთავარია დრო გამოუყო შვილებს და არც საკუთარი თავი დაივიწყო.

შარლიზ ტერონი

შარლიზი არასოდეს ყოფილა ქორწინებაში და ჯერ არც აპირებს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მსახიობისთვის ხელი არ შეუშლია, დედა გამხდარიყო. ტერონმა ბიჭი და გოგონა − ჯექსონი და ოგუსტი იშვილა.  მარტოხელა დედობა არც ისე მარტივი დავალება აღმოჩნდა: „არსებობს ძალიან რთული პერიოდები, მაგალითად, როცა ბავშვები ისტერიკაში არიან და გებრძვიან. როცა მარტო ხარ, დაძაბულობა უფრო ძლიერია. მაგრამ, იმ მომენტიდან მოყოლებული, რაც დედა გავხდი, ჩემი გადაწყვეტილება არცერთხელ არ მინანია“. შარლიზს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ვაჟიშვილს ქალის კაბების ჩაცმის ნებას რთავს, მაგრამ მსახიობი ამაზე არ რეაგირებს და შვილების აღზრდას ისე განაგრძობს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს.

მიშელ უილიამსი

ჰიტ ლეჯერის გარდაცვალებისას, ცნობილი მსახიობების ქალიშვილი ჯერ მხოლოდ 2 წლის იყო. მიშელი იხსენებს, რომ გარკვეულ პერიოდს სტრესთან ბრძოლაში ატარებდა და ბავშვის აღზრდაში ნათესავები და მეგობრები მნიშვნელოვნად დაეხმარნენ. დღესდღეობით, მიშელი მატილდასთვის დედაცაა და მამაც. „როცა 11 წლის განმავლობაში მარტო ზრდი ბავშვს, ცხოვრებაზე რომანტიკულ წარმოდგენებს ეთხოვები, მხოლოდ იმიტომ, რომ პრაქტიკული დამოკიდებულება გჭირდება. უნდა იცოდე, რა შეგიძლია, დამოუკიდებლად აკეთო“, − ამბობს მსახიობი.

კრისტინ დევისი

2011 წელს, შარლოტას პერსონაჟის შემსრულებელმა სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“, გოგონა იშვილა. კრისტინ დევისი მიხვდა, რომ ეს ნაბიჯი სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ამ ფაქტმა ის უბედნიერესი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ცხოვრებაში თავის სიყვარულს ვერ შეხვდა, დედა მეორედაც გახდა - 53 წლის ვარსკვლავმა ბიჭუნაც იშვილა.

სანდრა ბულოკი

სანდრამ ქმარს მრავალჯერადი ღალატი ვერ აპატია და ამის საფუძველზე დაშორდა. წყვილი შვილის აყვანის პროცედურებით სწორედ ამ პერიოდში იყო დაკავებული. განქორწინების შემდეგ, სანდრამ დამოუკიდებლად დაასრულა პროცესი და ქალიშვილის დედა გახდა. მსახიობის თქმით, არ ყოფილა ადვილი მარტოხელა დედის სტატუსი, მაგრამ ძალიან ბედნიერია, რომ მას დღეს ოჯახი ჰყავს.

უმა თურმანი

უმა მრავალშვილიანი დედაა და ამ საქმეს მარტო უძღვება. ორი უფროსი ქალიშვილი − კვენტინ ტარანტინოს მუზები, მსახიობ ითან ჰოუკისგან ეყოლა, რომელსაც ღალატის საფუძველზე დაშორდა. მესამე შვილის მამა ფინანსისტი არპად ბიუსონი გახდა, რომელთან ურთიერთობაც თურმანმა სკანდალით დაასრულა.

ავტორი: ანი მესხიშვილი

წყარო

ჰოლივუდი, მარტოხელა, დედები

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...