MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით

24.08.2019 მოდის სამყარო 45 0 0.0

Загрузка...

ე.წ. Mary Jane ფეხსაცმელი დღესდღეობით ერთ-ერთი საკმაოდ აქტუალური ტენდენციაა. მსგავს ფეხსაცმელს ძალიან ბევრი დიზაინერი ქმნის და მას საკუთარი ორიგინალური დეტალებით ამკობენ. თუმცა, თავდაპირველად, მსგავსი სტილი მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა და იგი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. ფეხსაცმელი უნისექსი გახლდათ და მისი მორგება როგორც გოგონებს, ასევე ბიჭუნებსაც შეეძლოთ.

ფეხსაცმლის ამ ტიპის სახელწოდება ერთ-ერთ მულტიპლიკაციურ ფილმ Buster Brown-იდან მოდის, სადაც პატარა გოგონას, სახელად Mary Jane მსგავსი ფეხსაცმელი ეცვა. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში უფროსებმაც დაიწყეს Mary Jane-ების მორგება, თუმცა მხოლოდ ცეკვის ფეხსაცმელებად იყენებდნენ. 1960-იან წლებში კი მსგავსი დიზაინი მოდის განუყოფელი ნაწილი გახდა, ვინაიდან მოდის ნამდვილი კერპი – Twiggy, სწორედ მსგავს ფეხსაცმელს ირგებდა ყოველდღიურად.

Mary Jane-ების პოპულარობის მეორე ეპოქა კი 1990-იანი წლები გახლდათ, რომლებიც ტენდენციურმა ამერიკელმა მომღერალმა კორტნი ლავმა გახადა. მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, ფეხსაცმლის ამ სტილს აქტუალობა არც დაუკარგავს და უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტერფის ზემოთ მდებარე სარტყელი არის ის, რაც ამ ფეხსაცმელს განსაკუთრებულს ხდის და სხვებისგან გამოარჩევს. მისი მორგება შესაძლებელია დღისით, ქუჩაში სეირნობისას, ასევე ოფისში ან თუნდაც საღამოს წვეულებაზე.

OK! გთავაზობთ რჩევებს, თუ როდის, რაზე და როგორი Mary Jane-ები უნდა მოირგოთ.

CASUAL

თქვენი ყოველდღიური ქუჩის სტილისთვის დაბალძირიანი Mary Jane-ები იდეალურია. თუმცა, თუ არ გინდათ ძალიან პრინცესულად ან ბავშვურად გამოიყურებოდეთ, კაბის ნაცვლად სჯობს ჯინსის შარვალი ჩაიცვათ. ასეთ დროს შეგიძლიათ ფერებითაც ითამაშოთ და თქვენი ფეხსაცმელი ზედატანის ან აქსესუარების ფერებს შეუხამოთ.

PROFESSIONAL

თუ მსგავსი ფეხსაცმლის მორგებას ოფისში ან საქმიან შეხვედრაზე გადაწყვეტთ, არჩევანი აუცილებლად ქუსლიან ვერსიაზე უნდა შეაჩეროთ. Mary Jane ფეხსაცმელი, რომელსაც ე.წ. Stiletto ფორმა აქვს, იდეალურად მოუხდება როგორც მომდგარ ქვედაბოლოს, ასევე კლასიკურ შარვალს, თანაც ტერფის სარტყელის გამო, მაღალ ქუსლებზე სიარული გაცილებით კომფორტულია.

DRESSY

სულაც არ არის აუცილებელი ელეგანტური იმიჯისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი. დაბალძირიან Mary Jane-ებშიც შესაძლებელია საოცრად ქალურად და დახვეწილად გამოიყურებოდე. თუ კაბა დატვირთული ან ჭრელია, მაშინ სადა ფეხსაცმელი შეუხამეთ, ხოლო სადა კაბაზე შეგიძლიათ თვლებით ან სხვა დეტალებით გაფორმებული Mary jane-ებიც მოირგოთ. ასეთ სტილს ხავერდის ფეხსაცმელიც მოუხდება.

CLUB

თუ ღამით გასართობად წასვლა გაქვთ დაგეგმილი, მაშინ პლატფორმიანი Mary Jane-ები მოირგეთ, რომლებსაც მსხვილი ქუსლი აქვს. მსგავსი ფეხსაცმელი ძალიან მოუხდება ნებისმიერი სიგრძის კაბას თუ ქვედაბოლოს და საკმაოდ სექსუალურ იმიჯსაც შეგიქმნით. თანაც, პლატფორმა და მსხვილი ქუსლი თავისუფლად ცეკვის საშუალებასაც მოგცემთ.

 

 

 

წყარო

Mary, ფეხსაცმელი, ისტორიით, Jane, დიდი

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar