მეგან მარკლის ფეხსაცმელების კოლექცია - როგორი ფეხსაცმელები უნდა ჩაიცვათ იმისთვის, რომ სამეფო სტილი გქონდეთ?

09.11.2018 საკითხავი 20 0 0.0

Загрузка...

პრინც ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი მოდისა და სტილის ინსპირაციის წყაროა ბევრი ქალისთვის. ის წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობს და მეგანის ჩაცმის სტილი ქალებისთვის მიბაძვის საგანია.

მეგან მარკლი სანამ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, მანამდეც გამოირჩეოდა სტილის განსაკუთრებული შეგრძნებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი სტილი ჰერცოგინიას ტიტულის მიღების შემდეგ მცირედით, მაგრამ მაინც შეიცვალა.

ახლა მეგანს თითქმის ვერ ვხედავთ სპორტული სტილის სამოსით და როგორც სამეფო ეტიკეტი მოითხოვს, მას ყოველთვის კლასიკურად აცვია.

მეგან მარკლი უპირატესობას კომფორტულ სამოსს ანიჭებს და მიუხედავდა იმისა, რომ კლასიკური შეიძლება არც ისე კომფორტულია, ცდილობს, რომ ყოველთვის ოპტიმალური გამოსავალი იპოვნოს.

ამჯერად Trend.ge მეგან მარკლის ფეხსაცმელებზე შეაჩერებს ყურადღებას. ჩვენი გამოცემის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ჰერცოგინია თითქმის ყოველთვის დიდი ზომის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს. მიზეზი კი ის არის, რომ როცა დიდი ზომის ფეხსაცმელი გაცვია, ის ფეხს არ გტკენს, უფრო დიდხანს შეგიძლია იდგე მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამით უფრო მეტ კომფორტს უქმნი საკუთარ თავს.

ასე რომ, თუ გსურთ სამეფო სტილი გქონდეთ, მოგიწევთ კლასიკური სტილის სამოსი და ფეხსაცმელები ატაროთ. ახლა კი ვნახოთ მეგან მარკლის საყვარელი სტილის ფეხსაცმელები:

1. სანამ სამეფო ოჯახის წევრი გახდებოდა, მეგანს ჩვეულებრივი გოგონების მსგავსად ეცვა- ჯინსის შარვალს ის ხშირად უხამებდა კომფორტულ, ე.წ. ბალეტკებს.

2. თანდათან მისი გარდერობი შეიცვალა, მეგანმა უპირატესობა ოდნავ მაღალქულსიან ფეხსაცმელებს მიანიჭა - ნახეთ, ლეოპარდის პრინტით გაფორმებული კომფორტული ფეხსაცმელი.

3. პრინც ჰარისთან დანიშვნის შემდეგ მეგანმა სარა ფლინტის მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი მოირგო.

4. სარა ფლინტის კლასიკური, მაღალქუსლიანი, შავი ფეხსაცმელი ეცვა მეგანს მაშინაც, როცა დედოფალთან ერთად პირველად გამოჩნდა.

5. მეგან მარკლი პოლოს მატჩს სარა ფლინტის საზაფხულო, კომფორტული ფეხსაცმლით დაეწრო.

წყარო

ტანსაცმელი, მეგან მარკლი, ფეხსაცმელი, 2018 წლის ტენდენციები, პრინცესები

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...