მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის თბილი შეხვედრა (ვიდეო)

12.03.2019 მსოფლიო ამბები 30 0 0.0

Загрузка...

სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით სულ ახლახანს პრინც ჩარლზის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე ვიხილეთ, ახლა კი ისინი ერთა თანამეგობრობის დღის აღსანიშნავად ვესტმისტერის სააბატოში შეიკრიბნენ.

ყველაზე ცნობილი და საყვარელი ოთხეულიდან საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მეგანის და ქეითის ურთიერთობაა, რომლებსაც ხშირად აბრალებენ უთანხმოებას. თუმცაღა მათი უკანასკნელი შეხვედრის ფონზე რთული იქნება მსგავსი ბრალდებების წაყენება. სააბატოში გამართულ წირვაზე კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგინიები ერთმანეთს საკმაოდ თბილად შეხვდნენ.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მეგანი მხოლოდ ქეით მიდლტონთან არ ყოფილა ახლოს, ფოტოგრაფების ობიექტივში ის პრინც ჩარლზთან საუბრისას დააფიქსირეს, სადაც მეგანი საკმაოდ ბედნიერი ჩანს, ისევე როგორც ჩარლზი.

მიუხედავად იმისა, რომ 11 მარტს ჩატარებულ ცერემონიაზე სამეფო ოჯახის წევრების თბილმა ურთიერთობამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, მეგან მარკლის ჩაცმულობაც არავის დაუტოვებია უყურადღებოდ.

ერთა თანამეგობრობის დღისთვის მეგან მარკლი ორი სხვადასხვა ჩაცმულობით იყო წარმოდგენილი, რაც მთლიანობაში 18000-მდე ფუნტი სტერლინგი დაჯდა. ქეითისგან განსხვავებით მას იაფფასიანი ტანსაცმლის ტარებაში ამჯერად ვერავინ დაადანაშაულებს.

მეგანმა ვესტმისტერში გამართული წირვის ცერემონიისთვის Victoria Beckham-ის 3000 ფუნტის ღირებულების თეთრი კაბა შეარჩია, რომელსაც ამავე ბრენდის 4000 ფუნტიანი მოსაცმელი და 2000 ფუნტის ღირებულების აქსესუარები შეუხამა.

კანადის სახლის ვიზიტისთვის შერჩეული ჩაცმულობა კი 8931 ფუნტი დაჯდა.

ავტორი: ნინო მეგრელიშვილი

წყარო

სამეფო ოჯახი, მეგან მარკლი, ქეით მიდლტონი

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...