მელანია ტრამპი მეუღლემ თეთრი სახლის მიღმა დატოვა (ვიდეო)

12.03.2019 მსოფლიო ამბები 19 0 0.0

Загрузка...

აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიდევ ერთხელ გახდნენ სასაცილო კომენტარების ადრესატები. ცოლ-ქმარმა 7 მარტს ჩეხეთის პრემიერს - ანდრე ბაბიშსა და მის მეუღლეს - მონიკა ბაბიშოვას უმასპინძლეს.

 

სტუმრების მიღების ამსახველმა კადრებმა იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება, ვინაიდან როგორც შემდეგი ვიდეოდან ჩანს, ტრამპი ენერგიულად გაუძღვა პრემიერს თეთრი სახლისაკენ, ისე რომ მეუღლისა და მონიკასთვის არც კი შეუხედავს.

თუმცა ქალბატონებმა გადაწყვიტეს საკუთარი თავისთვის თავად მოეარათ და ერთად გაემართნენ თეთრი სახლისკენ.

სოციალურ ქსელებში ცნობილი პოლიტიკოსების ამ ქცევას დიდი გამოხმურება მოჰყვა, კრიტიკას ვერც თავად ჩეხეთის პრემიერი გადაურჩა, "ამ მამაკაცებს შორის არცერთს გააჩნია ზრდილობიანი მანერები" - დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

საზოგადოების ნაწილი კი ტრამპისგან მსგავს საქციელებს უკვე შეჩვეულია, "ორ პირველ ლედის ისე მოექცნენ როგორც მეორეხარისხოვან პარტნიორს ანუ არაფერი ახალი დონალდ ტრამპისგან" -იკითხება ერთ-ერთ პოსტში.

ავტორი: თამარ დევდარიანი

წყარო

ვიდეო, მელანია ტრამპი, თეთრი სახლი

ჯასინდა არდენი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი და ქალი, რომელიც პოლიტიკოსის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
21.03.2019
მარტივი მეთოდები იმისთვის, რომ 25 წლისას ჰგავდეთ - რჩევები ჩინელი ქალებისგან
21.03.2019
მშობლების 5 შეცდომა, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს შვილის ცხოვრებაზე
21.03.2019
სახლში ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში მუშაობა - ექსპერტთა დასკვნა
21.03.2019
მოდის 7 წესი, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ
21.03.2019
სოდის გამოყენების 8 ხერხი, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით
21.03.2019

სულ კომენტარი: 0
avatar

Загрузка...