მერკელი: სირიის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას გერმანია არ შეუერთდება

12.04.2018 მსოფლიო ამბები 215 0 0.0

Загрузка...

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას გერმანია არ შეუერთდება. ინფორმაციას nytimes-ი ავრცელებს.

თუმცა, მისივე თქმით, გერმანიისთვის მიუღებელია ქიმიური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ აქვს "მტკიცებულება" იმისა, რომ ქალაქ დუმაზე ქიმიური თავდასხმა ბაშარ ასადის ხელისუფლებამ განახორციელა. 

სირიის პრეზიდენტმა ბაშალ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობას „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

7 აპრილს სავარაუდოდ სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე დარტყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთმა სირიის სანაპიროებისკენ  წყალქვეშა ფლოტი უკვე გაგზავნა.

წყარო: imedinews.ge

ფოტო: shutterstock.com


გერმანია, არ შეუერთდება, სირიის, ოპერაციას, მოსალოდნელ, წინააღმდეგ, სამხედრო, მერკელი

ვის მოუტანს წარმატებასა და დოვლათს 2019 წელი ანუ ვის ემეგობრება ღორი?
18.12.2018
5 წესი 2019 წლის საახალწლო მაგიდის გასაწყობად ფენ-შუის მიხედვით
18.12.2018
ზოდიაქოს ყველაზე არამზადა ნიშნები
17.12.2018
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ათი ლედი
17.12.2018
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია - ფოტო და ვიდეო კადრები
16.12.2018
2018 წლის 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16.12.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...