მეცნიერები: არქტიკაზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა

20.07.2019 მოვლენები 45 0 0.0

Загрузка...

„არქტიკაზე ყინული ივლისში ჩვეულებრივზე სწრაფად დნება“ - წერს გამოცემა Bloomberg-ი. ყინული, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანეს ფარავს 2019 წლის ივლისის მონაცემებით ამ დროის შესაბამისად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. 

გამოცემის ცნობით, ყინულის დაკარგვის მაჩვენებელი განსაზღვრავს მსოფლიოში კლიმატის მდგომარეობას. კოლორადოს ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოში თოვლის და ყინულის მოცულობას სწავლობს, არქტიკაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი 2012 წლის რეკორდს უახლოვდება. 

გრენლანდიამ 2 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. CNN-ის ცნობით, ყინულის ეს მოცულობა მხოლოდ ერთ დღეში - 13 ივნისს გადნა.

მეცნიერების შეფასებით, ანალოგიური შემთხვევა გრენლანდიაზე 2012 წელის ივნისში მოხდა. ამ წელს კუნძულზე ყინულის დნობის რეკორდი დამყარდა. კუნძულის არსებობის ისტორიაში ყინულის საფარი სრულად დადნა. 

წყარო
ფოტო:shutterstock.com

ყინული დნობა ტემპი, დაჩქარდა, მეცნიერები, არქტიკა

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar