მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამყაროს რომის არომატი და ჟოლოს გემო აქვს

30.07.2019 ბუნება 39 0 0.0

Загрузка...

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენს სამყაროს რომის სუნი და ჟოლოს გემო აქვს. ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს მაქს პლანკის საზოგადოების ასტროფიზიკის ინსტიტუტის (გერ. Max-Planck-Institut für Astrophysik, MPA) მეცნიერებმა.

მკვლევარები, IRAM (მილიმეტრული რადიოასტრონომიის ინსტიტუტი) ჯგუფის 30 მეტრიანი ტელესკოპით, ორგანულ მოლეკულებს – ამინომჟავებს (ნაერთები, რომლებიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი არის) ეძებდნენ Sagittarius B2 (Sgr B2) უზარმაზარი გაზის ღრუბელში, რომელიც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს. მათ ანალიზი გაუკეთეს ფორმირების პროცესში მყოფ «მოლეკულის დიდი აკვანს» და მომავალი ვარსკვლავის შენაერთების სრული ანალიზი ჩაატარეს. კვლევის შედეგად, ამინომჟავა ან მისი არსებობის რაიმე ნიშნის აღმოჩენა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, მათ ორი ორგანული მოლეკულა – ეთილფორმიატი (C2H5OCHO) და n-პროპილციანიდი (C3H7CN) აღმოაჩინეს. 

პორველი მოლეკულა ჟოლოს გემოს განსაზღვრავს, ხოლო მეორე – «პასუხს აგებს» რომისთვის დამახასიათებელ არომატზე.
საკუთარი აღმოჩენის შესახებ, მეცნიერებმა ანგარიში ჰერტფორდშირდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ასტრონომიულ კომფერენციაზე წარმოადგინეს. როგორც აღმოჩნდა, კოსმოსში ორგანული შენაერთები წარმოიქმნა ცალკეული ატომების ურთიერთობით არის შესაძლებელი და თავის მხრივ, მიღებული მოლეკულები უფრო რთულ შენაერთებს ქმნიან.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, სწორედ ასე ჩამოყალიბდა ნივთიერება, რომელიც რძის გზას ჩვენთვის ცნობილი ორგანული ნივთიერებების არომატს აძლევს. თეორიულად, სწორედ ამ გზით შეიძლებოდა მომხდარიყო ამინომჟავების ჩამოყალიბება, თუმცა, როგორც აღნიშნული იყო, ჯერ-ჯერობით, მისი აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

P. S. უკანასკნელი მონაცემებით, Sgr B2-ის გაზის ღრუბელში აღმოჩენილია ამინომჟავების მონათესავე შენაერთი – ამინოაცეტონიტრილი.

ავტორი: ლალი ადიკაშვილი

წყარო

მეცნიერები, ჟოლო, არომატი, გემო, რომი, სამყარო

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar