მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

24.07.2019 ახალი ამბები 27 0 0.0

Загрузка...

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.  დაცვის მხარე 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

"დღეს დაიწყო არსებითი განხილვა ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე და შესაბამისად, ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა. ჩვენ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება და ამასთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პოზიცია ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.დანაშაული 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

წყარო

მიხეილ კალანდია ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი

მიხეილ კალანდია, პატიმრობა

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar