მინდა მსოფლიოს ვუთხრა

05.07.2016 კრეატივი 1271 0 0.0

Загрузка...

 

მალე ამათ, რობოტები შეცვლიან!

ადამიანის მსგავსი რობოტები, ურთიერთობებში მთლიანად შეცვლიან ადამიანებს. მათ რიცხვში, ბუნებრივია, საქსუალური პარტნიორიც იგულისხმება. რა არის ეს? სიმართლე, თუ ბოდვა? ავადმყოფური ფანტაზია, თუ ჩვენი დროის რეალობა?

ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარების დონეები, გვეუბნება ჩვენ, რომ ეს სიმართლეა! დიახ ჩვენ, დღეს შეგვიძლია შევქმნათ კიბორგი, რომლის სხეულიც ისეთივე პლასტიური იქნება, როგორიც ადამიანის. დიახ, მათ აქვთ კანი, რომელიც ადამიანის მიერ აღიქმება, როგორც ნამდვილი. თოჯინა, რომელიც ისაუბრებს, იმოძრავებს და ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც ჩვენ. ამაზე მრავალი სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს და მათ სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწიეს!

მაგალითად, იაპონიაში უკვე ყველგან იყიდება სექსუალური, არა, ჯერ კიდევ არა რობოტი, არამედ თოჯინა. ასეთი თოჯინის ღირებულება 6 000 ევროდან იწყება და 60 000 ევრომდე ადის. იქიდან გამომდინარე, რომ ამგვარი ფუფუნების წვდომის შესაძლებლობა ყველას არა აქვს,

მისი მომსახურება არენდის ფორმითაც არის შესაძლებელი. ის კი არადა - თოჯინების  „მარიონეტული საროსკიპოებიც“ არსებობს, სადაც ნებისმიერ მსურველს, დაწესებული თანხის გადახდის შემდეგ, შეეძლება გემოვნების მიხედვით შეარჩიოს, პარტნიორი თოჯინა და მასთან ისე და იმ ფორმით ისიამოვნოს, როგორც მოესურვება. ბუნებრივია, ეს ძვირადღირებული რეკვიზიტი არ უნდა დააზიანოს ... და იცით რა? ასეთ საროსკიპოებში დროსტარება, გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე  ნამდვილში, რეალურში, სადაც ახლახან კოლეჯდამთავრებული გოგონები გემსახურებიან.

მარიონეტების საროსკიპო იაპონიაში

რა თქმა უნდა, ცხადია - ბევრი ოცნებობს ადამიანის მაგვარ არსებაზე, რომელსაც ვერანაირ ნაკლს ვერ უპოვი და რომელიც მორჩილად იტანს ყველაფერს, რასაც მას ეტყვიან, ან გაუკეთებენ. რომელიც შეგიძლია გათიშო, შეინახო კარადაში და ჩვრებით დაფარო, მაშინ როცა აღარ დაგჭირდება. მათი ოცნება აღსრულდა!  - ამჯერად, ხმოვანი ბრძანებებით -„ძვირფასო, ხმა ჩაიკმიდე!“

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის მაგვარ რობოტებს, კამა-სუტრას ყველა ილეთი ეცოდინებათ. ისინი სულაც არ მოითხოვენ შენგან ყურადღებას. მათ გააჩნიათ ეროგენული ზონების მმართველი მრიცხველი და საჭირო წერტილებში, უპრებლომოდ შეგისრულებენ პროსტატის მასაჟს. მეცნიერები ამბობენ, რომ შეუხედავ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი გარეგნობის გამო, არა აქვთ წვდომა რეალურ სექსთან, ან ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი არიან იზოლაციაში იყვნენ, შეუძლიათ თავი დაიკმაყოფილონ და ისეთ სასიამოვნო ორგაზმს მიაღწიონ, როგორიც აქამდე არ განუცდიათ.

მეცნიერები ამბობენ ამას!.. სექს-რობოტები შეუძლიათ გამოიყენონ ციხეში, არმიაში, ხომალდებზე და ბოლოს მთელ მსოფლიოს შეეძლება ჩაატაროს „აშკარა სექსი უარის გარეშე“, ყოველგვარი შეზღუდვებისგან თავისუფალი!..

„გიყვართ ბავშვები? ცხადია, პირდაპირ სექსუალური გაგებით! მაშინ თქვენ, ბუნებრივია, ავადმყოფი ხართ და ამ დაავადებას, „პედოფილია“ ჰქვია. მაგრამ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ - აი, თქვენ რობოტი გოგონა კეიტი, გასართობად... მაგრამ, მათი მოხმარების თანხის სიძვირე ასაკით განისაზღვრება. ყველაფერს რასაც მოისურვებთ ერთ კვირაში მოგიტანთ ბინაზე. გმადლობთ რომ იყიდეთ“! - ასე ურთიერთობენ კლიენტებთან მსოფლიოს ბრენდული სექს-შოპის მაღაზიების გამყიდველები.

იაპონელი მამაკაცები, ვისაც ამის შეძლება აქვს, ყველგან ყიდულობენ სექს-თოჯინებს. ზოგი - 6 ცალსაც კი ერთად. გასაკვირი არაფერია, რადგან ზოგიერთ მამაკაცს მრავალფეროვნება იტაცებს. ეს არ ჯობს შეიძინო, ნაცვლად საყვარლისა, რომელიც ხან ახალ ქურქს მოგთხოვს, ხან ახალ კაბრიოლეტს, ხან პირდაუბანელი გხვდება, ხან თავის ტკივილით და ხანაც მენსტრუაციით?

ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ ერთი კითხვა არ მაძლევს მოსვენებას. ნუთუ, ადამიანის ცხოვრება ორგაზმის განცდის რაოდენობით განისაზღვრება? ნუთუ მხოლოდ ის არის, რომ ვინმე გამოვიჭიროთ, გავაშიშვლოთ და რაც გვსურს ის გავუკეთოთ? ამიტომ უნდა გვცენ პატივი? ამით უნდა ვიამაყოთ?..

ყოველივე ეს, ცხადია, სამწუხაროა. ეს იმაზე მიმანიშნებს, რომ კაცობრიობა დიდი შავი ხვრელისკენ მიექანება, რომელსაც სახელად „იხმარე“ ჰქვია! კაცობრიობა, რომელსაც ჰგონია, რომ სამყაროს ცენტრია და უდიადესი ჰუმანოიდი, ქმნის და აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ყველა მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, რომელსაც სრულიად გადაავიწყდა, რომ მას უფრო მეტი აქვს, ვიდრე საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტია და სასქესო სისტემა!

თანამედროვე ტექნოლოგიურ სქემებს, უფრო მეტი რესურსების გამოყენების პროვოცირებამდე მივყავართ, რათა დავიკმაყოფილოთ ჩვენში არსებული სექსუალური ხუშტურები. ჩვენ ცოცხალ ურთიერთობებს ჩატებითა და სოციალური ქსელებით ვცვლით, უკიდურეს შემთხვევაში სატელეფონო საუბრებით და ასე ვახორციელებთ მასტურბაციულ ნოვაციებს. ჩვენ ტელეპატია - მობილური კავშირებით შევცვალეთ. სიცხადე კი - ციფრებზე, ნუმერაციაზე გავცვალეთ. ჩვენ ბუნების სუფთა ჰაერი, მეგაპოლისების ჩხუთულ ქუჩებს ვანაცვალეთ, მხუთავი გაზით რომაა მოწამლული... და ამ ჯოჯოხეთურ ფერხულში, სულ უფრო და უფო ვითრევთ ახალგაზრდობის მომავალ თაობებს, მათ ზოგადსაკაცობრიო პოზიტიურ ენერგიას...

რა ხანია არ გაგივლია შიშველ ბალახზე ფეხშიშველს? ან არ გიხილავს აისი? მოგელამუნა გრილი ნიავი? რა ხანია არ გითქვამს შენთვის ძვირფასი ადამიანისთვის - „მიყვარხარ“, „უშენოდ მოწყენილი ვარ“? რა ხანია არ გადახვევიხარ საყვარელ მეგობარს? ჯერ კიდევ არ არის გვიან, გააკეთო ეს!.. თორემ, სულ რამდენიმე წელიწადში, ამას შენს მაგიერ რობოტი გააკეთებს!

რომ არ იფიქროთ, ეს ხუმრობაა - მაშინ იხილეთ ვიდეო, მეცნიერების მიღწევების შესახებ, თუ როგორ ცვლის სექს-მარიონეტების წარმოება, ნატურალურს... გარეგნულად ტაქტილურები, ისინი თითქმის, არაფრით განსხვავდებიან ნამდვილი ადამიანებისგან!

(ამონარიდი კრეატული სააგენტო Ad Once - ს დირექტორის ბლოგიდან)

 


ვუთხრა, მსოფლიოს, მინდა, მინდა მსოფლიოს ვუთხრა

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar