მიზეზები, რის გამოც ქმრებს ცოლები აღარ უყვართ

05.03.2019 სექსის შესახებ 225 0 0.0

Загрузка...

“აღარ მიყვარხარ" - ფრაზა, რომლის მოსმენისაც ყველა ქალს ეშინია, განსაკუთრებით, დაოჯახებულებს. არადა, ყველაფერი ისე ლამაზად დაიწყო, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და უცებ ქმარმა წასვლა გადაწყვიტა. სამწუხაროა, რომ წინასწარ ვერ განვჭვრეტთ, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა მომავალში. არავინაა დაზღვეული გაყრისგან, მაგრამ ეს პროცესი შესაძლოა სრულიად სხვადასხვა მიზეზების გამო დაიწყოს: შესაძლოა ერთმანეთს ვერ გაუგოთ, ან ერთ პარტნიორს მეორე გადაუყვარდეს. მაგრამ რატომ ხდება ეს “გადაყვარება?"

image

ზოგიერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში იმის ახსნა გამოაქვეყნა, თუ რატომ დაშორდა ცოლს, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა და შვილები აკავშირებდა. ისინი ცოლებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სწორედ მათ აიძულეს ამ გადაწყვეტილების მიღება.

არაა საჭირო ფსიქოლოგი ან ურთიერთობის ექსპერტი იყოთ იმის მისახვედრად, რომ ქმარი თქვენ მიმართ გაცივდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დროულად შენიშნოთ ეს და ზომები მიიღოთ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

აი, ქალების მიერ დაშვებული 5 ტიპური შეცდომა, რის გამოც ოჯახები ინგრევა:

1. “უფრო და უფრო მოუხშირა მბრძანებლური ტონით ლაპარაკს ჩემთან. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მისი ძაღლი ვიყავი, რომელსაც ყველა ბრძანება უნდა შეესრულებინა. არავითარი თხოვნა და მით უფრო - მადლიერების გრძნობა. დიახ, ზოგჯერ ასეც ხდება - ყველას აქვს მოთმინების საზღვარი, მაგრამ როცა ეს გამუდმებით ხდება...ძალიან გამაღიზიანებელია."

image

2.“იმის მაგივრად, რომ ცოლს ემოცია და კარგი განწყობა შემოეტანა ჩვენს ურთიერთობაში, ის ყველაფერს ართულებდა და პრობლემას იქ ეძებდა, სადაც არ იყო. ყოველთვის დაძაბული ვიყავი, სახლშიც კი."

image

3.“ინტიმური ცხოვრება - ეს მანიპულაციის მეთოდი არ არის! მით უფრო, ის ქალისთვისაც საჭიროა. თუ ხშირად გამოყენებთ მას, როგორც დასჯის მეთოდს, ან მისი საშუალებით შეეცდებით თქვენი გაიტანოთ, ქმარი თქვენ მიმართ გაცივდება, რაც მეც დამემართა... თუ საყვარელი ქალი უარს გეუბნებათ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც სხვა."

image

4.“იმდენად ხშირად მესმოდა, რომ მამაკაცი ქალის წინაშე ვალდებულია და ა.შ. და ა.შ. ვეთანხმები, მაგრამ როცა ცოლი გამხნევებისა და შთაგონების ნაცვლად მხოლოდ იმას გსაყვედურობს, რომ მის ერთ მეგობარს უფრო კარგი საჩუქარი აჩუქა ქმარმა, ხოლო მეორეს კი ახალი ქურქი აქვს... ეს უბრალოდ აუტანელია. მისი გულისთვის მთებს გადავაბრუნებდი, რთულ მომენტებში რომ მისგან მხარდაჭერა მეგრძნო და არა საყვედურები მესმინა. თანაც, როცა ყველაფერი კარგად იყო, არავითარი საქებარი სიტყვები მისგან, ან სიხარულის გამოხატვა. თიითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო."

image

5.“ცოლი ყოველთვის ყველაფერ საუკეთესოს მოითხოვდა, მაგრამ თავად არ ცდილობდა, რომ უკეთესი გამხდარიყო. მისი ძველი საცვლები და მუხლებზე გამობერილი შარვლები უბრალოდ მაღიზიანებდა! დიახ, მე ვთვლი, რომ ქალი სახლშიც მოწესრიგებული უნდა იყოს და არა ძველ და დალაქავებულ სამოსში გამოწყობილი დადიოდეს. ლამაზი თეთრეულიც მხოლოდ სადღესასწაულო დღეებისთვის როდი უნდა გამოიყენოს."

image

ამ მამაკაცებს შესაძლოა ვიღაცამ ძალიან მომთხოვნები უწოდოს, მაგრამ მათმა გზავნილებმა შესაძლოა სხვა ოჯახები იხსნას დანგრევისგან. თუმცა, ურთიერთობის დასრულებაში ყოველთვის ორივე მხარეა დამნაშავე. ამ მამაკაცების მაგალითზე: იმის მაგივრად, რომ მეუღლეებს თავიანთ გრძნობებზე და შეხედულებებზე გულახდილად დალაპარაკებოდნენ და ერთად მოეძებნათ კომპრომისი, მათ ყველაფერი ბოლო წერტილამდე მიიყვანეს.

როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ მეუღლე, გახსოვდეთ, რომ თქვენ და ის ორი სხვადასხვა ადამიანი ხართ, განსხვავებული შეხედულებებით და მოთხოვნილებებით, მთავარია, დროულად გაუმჟღავნოთ ერთმანეთს, რას ფიქრობთ და ურთიერთობა კრიზისამდე არ მიიყვანოთ.

წყარო

რის გამოც ქმრებს, მიზეზები, ცოლები, აღარ უყვართ

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar