,,მოძრაობის თეატრი" შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგება

03.11.2018 ხელოვნება 179 0 0.0

Загрузка...

შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე მიწვეულია მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“.

თეატრის დასის გამგზავრებამდე მაყურებელი "ქარიშხლის" ნახვას დღეს მოძრაობის თეატრში შეძლებს.

შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.

აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წლებში ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა. წელს კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოძრაობის თეატრი მიიწვიეს.

ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსებისგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ.

„ქარიშხლის“ რეჟისორის იოსებ ბაკურაძის თქმით, ქარიშხალი შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური პიესაა.

„ეს ჩემი პირველი დადგმა იყო შექსპირის პიესებიდან. შექსპირის საიუბილეო წელიწადს მინდოდა ახალი სპექტაკლი დამედგა და ”ქარიშხალი” განვახორციელე, რადგან დასის შემადგენლობა მაძლევდა საშუალებას ყველაზე ჯადოსნური პიესა დამედგა, შექსპირის პიესებიდან. მოძრაობის თეატრის სპეციფიკაც იძლეოდა ამისსაშუალებას, რომ უსიტყვოდ გადმოგვეცა შექსპირის უკანასკნელი პიესის სიუჟეტი”, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

მოძრაობის თეატრი ერთგვარი ჟანრების თეატრია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს დასაავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველაასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

  • წყარო

    საერთაშორისო, თეატრი, შექსპირი, წარსდგება, ფესტივალი, მოძრაობა

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar