მოქალქეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპრაციას აპროტესტებენ

12.05.2018 ახალი ამბები 24 0 0.0


loading...
Загрузка...

რუსთაველის გამზირზე თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპრაცია გააპროტესტეს.

”ჩვენი თავისუფლებისთვის, გავდივართ გარეთ” მშვიდობიანი საპროტესტო აქციაა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციაზე შეკრებილები პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

აქცია იმართება ბათუმშიც. იქ მონაწილეების ლოზუნგია - „ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ“.

აქცია თბილისში თეთრმა ხმაურმა მას შემდეგ დააანონსა, რაც მათი ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშვილი პოლიციამ გაათავისუფლა. მანამდე კი ის წუხელ კლუბ ბასიანში სპეცოპერაციის დროს მღელვარებისას დააკავა, როდესაც ადამიანების ერთი ნაწილი პარლამენტთან აქციის ჩასატარებლად გაემართა.

სპეცოპრაცია გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

imedinews.ge


ღამის, კლუბებში, სპეცოპრაციას, აპროტესტებენ, ჩატარებულ, მოქალქეები

ჰონგ-კონგის აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული ვისკი $1.1 მილიონად გაიყიდა
20.05.2018
Facebook-ს 3 ახალი ფუნქცია ემატება
20.05.2018
Intel-ი იერუსალიმში უპილოტო ავტომობილებს ტესტავს
20.05.2018
საქართველოში ღვინის ამერიკელი იმპორტიორები ჩამოვიდნენ
20.05.2018
5 შემზარავი რამ რისი ყიდვაც შავ ბაზარზეა შესაძლებელი (ვიდეო)
20.05.2018
5 საიდუმლო რომლის ახსნაც დღემდე ვერ მოხერხდა (ვიდეო)
19.05.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...