მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაილი ჯენერი კაშკაშა ფერისა და გამომწვევი სტილის სამოსით საზოგადოების ყურადღების მიქცევას არ წყვეტს.

29.05.2019 მოდის სამყარო 113 0 0.0

Загрузка...

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი კაილი ჯენერი კაშკაშა ფერისა და გამომწვევი სტილის სამოსით საზოგადოების ყურადღების მიქცევას არ წყვეტს. ამერიკელი ბიზნესმენი ამჯერად პაპარაცების ობიექტივში პროვოკაციულ ნარინჯისფერ კაბაში გამოწყობილი მოხვდა, როდესაც ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორნისკენ მიემართებოდა. ვახშამზე მიმავალმა ვარსკვლავმა ორიგინალური ფაქტურისგან დამზადებული სამოსი მოიხდინა, რომელიც მის ფიგურას მკვეთრად უსვამდა ხაზს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, თვალშისაცემი არამხოლოდ კაბის სტილი არამედ მისი ფასიც იყო.

კაილი მიერ მოხდენილი კაბა JULIEN MACDONALD-ს ეკუთვნის და მისი ფასი 16917 დოლარს შეადგენს.

ძვირადღირებულ ჩაცმულობას ვარსკვლავმა კანიე უესტის ბრენდის Yeezy-ს 760 დოლარის ღირებულების გამჭვირვალე ფეხსაცმელი შეუხამა.

კაილის მაკიაჟიც არანაკლებ გამორჩეული იყო, მან თვალზე წლის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ფერის ჩრდილი მოიხდინა. 

ავტორი: ნინო მეგრელიშვილი

 


yeezy, JULIEN MACDONALD, კაილი ჯენერი, მოდა

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar