მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა

20.04.2019 ახალი ამბები 169 0 0.0

Загрузка...

მხედველობადაქვეითებული იაპონელი მიცუჰირო ივამოტო პირველი უსინათლო ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელმაც იახტით წყნარი ოკეანე დამოუკიდებლად გადალახა. ამის შესახებ BBC წერს.

მოგზაურობისას ის არ შეჩერებულა და საბოლოო ჯამში ივამოტომ 14 000 კილომეტრი გადალახა, ოკეანეში თითქმის 2 თვე გაატარა. 

„არ დავნებდი და ჩემი ოცნება ახდა. მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე"- ამბობს იაპონელი.

მიცუჰირო ივამოტომ თავისი მოგზაურობა 24 თებერვალს სან-დიეგოდან დაიწყო. მას თან ახლდა თანაშემწე და გამცილებელი დაგ სმიტი.  

იაპონური მედიის ცნობით, ივამოტო იახტას მართდა, სმიტი კი შტურმანის როლს ასრულებდა და მას გარემო პირობების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

12-მეტრიანი იახტა Dream Weaver-ი დანიშნულების ადგილამდე, კერძოდ, ივაკის პორტში 20 აპრილს ჩავიდა.

52 წლის იაპონელისთვის ეს წყნარი ოკეანის გადალახვის მეორე მცდელობაა. პირველი წარუმატებლად დასრულდა.

ივამოტო იაპონიის სამხრეთ ნაწილში, კუმამოტოს პრეფექტურაში დაიბადა. მან მხედველობა 16 წლის ასაკში დაკარგა.

წყარო

წყნარი ოკეანე, უსინათლო, იაპონელი, იახტა, მსოფლიო

2019 წლის 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
18.07.2019
2019 წლის 18 ივლისის მთვარის ჰოროსკოპი
18.07.2019
რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება? - ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის.
18.07.2019
სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ
17.07.2019
რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე
17.07.2019
რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად
17.07.2019

სულ კომენტარი: 0
avatar