მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება

04.11.2018 გამოგონებები 22 0 0.0

Загрузка...

მზის ენერგიის წილი ელექტროენერგიის ჯამურ მსოფლიო გენერაციაში 1.5%-ს ოდნავ აჭარბებს, მაგრამ ფასების ვარდნა დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

ბოლო 7 წელიწადში ჩრდილოეთ ამერიკაში მზის ენერგიის ფასი 7-ჯერ კილოვატ-საათზე 35-დან 5 ცენტამდე შემცირდა, რაც ქვანახშირზე 2-ჯერ იაფია. იმავე პერიოდში ქარისგან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულება 3-ჯერ შემცირდა, გაზის ფასი თითქმის უცვლელია, ბირთული ენერგია კი დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. სწორედ ამის გამო 10-იან წლებში პროცენტულად ყველაზე მეტად მზის ენერგიის მოხმარება გაიზარდა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2009-2017 წლებში მზისგან მიღებილი ელექტროენერგია 891 მლნ კვტ/სთ-დან 52.958 მლრდ კვტ/სთ-მდე ანუ 59.44-ჯერ 5844%-ით გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით 2015-2017 წლებში 225 გიგავატი დადგუმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, რაც უფრო მეტია ვიდრე იქამდე არსებული ჯამურად.

მზის ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები ჩინეთი, აშშ და იაპონია არიან. გენერაციის ზრდის მიხედვით კი ჩინეთი, აშშ და ინდოეთი. ევროპაში ჯამური გენერაციის მიხედვით პირველ ადგილს გერმანია იკავებს, წარმოების ზრდის მიხედვით თურქეთი. მართალია აშშ-მა პარიზის კლიმატის ხელშეკრულება დატოვა, რითაც მთელი რიგი ვალდებულებები მოიხსნა, მაგრამ შემცირებული ფასების პირობებში ბიზნესს ვალდებულებები და წახალისებები აღარ სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწამდე მზიდან გამოტყორცნილი ენერგიის მემილიარდედიც ვერ აღწევს, პლანეტა 1 წამში მაინც უფრო მეტ ენერგიას ღებულობს ვიდრე კაცობრიობა 1 წელიწადში მოიხმარს. მზის ენერგიის ათვისებაზე ბოლო პერიოდში ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნებიც დაფიქრდნენ. დღეს ყველაზე დიდი ჰესი სამი ხეობის კაშხალი, ჩინეთში მდებარეობს, მისი სიმძლავრე 22.5 გიგავატია - 30 მილიონი ცხენის ძალა. წლიური გამომუშავება 100 მლრდ კვტ/სთ 8-ჯერ მეტი ვიდრე საქართველოს მოხმარება. საუდის არაბეთში კი მზის ელექტროსადგურის აგებაბს გეგმავენ რომლის სიმძლავრეც 265 მილიონ ცხენის ძალას მიაღწევს. 2017 წელს მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 405 გიგავატს აღწევდა, 2030 წლისთვის სავარაუდოდ 2500 გიგავატს გადააჭარბებს.

წყარო

ფასები, იზრდება, მცირდება, პანელები, მზე, წარმოება

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...