მზის სისტემა - ანომალია არის

30.07.2019 ბუნება 25 0 0.0

Загрузка...

კოსმოსურმა ტელესკოპმა «კეპლერმა» ათასობით სამყარო აღმოაჩინა, თავისი ოთხწლიანი მისიის მანძილზე და დაამტკიცა, რომ ჩვენს გალაქტიკაში უამრავი პლანეტა არის. მაგრამ უფრო გასაკვირი ის არის, რომ მან მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა მზის სისტემის შესახებაც. აღმოჩნდა, რომ სხვა ვარსკვლავების სისტემების ფონზე, მზის სისტემა ნამმდვილად ანომალია არის.

ეს რომ ასეა, კარგად ჩანს ანიმციაზე - «კეპლერის პლანეტარიუმი IV», რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასპირანტმა ი. კრუზემ შექმნა. მასში კრუზე, კეპლერის მონაცემთა ბაზიდან აღებული ვარსკვლავების პლანეტარულ სისტემებს, ადარებს მზის სისტემას.

განსხვავება მზის სისტემასა და დანარჩენი ვარსკვლავების სისტემებს შორის, უდავოდ თვალშისაცემია. ადვილი შესამჩნევია, რაოდენ უცნაურად გამოიყურება მზის სისტემა, სხვა სისტემების ფონზე. «კეპლერის» მისიის დაწყებამდე, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ეგზოპლანეტების სისტემების უმრავლესობა, ისევე არის მოწყობილი, როგორც ჩვენი მზის სისტემა: პატარა, მყარი პლანეტები, ცენტრთან ახლოს არის, ხოლო გაზიანი გიგანტები – უფრო მოშორებით. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად არის.

«კეპლერმა» აღმოაჩინა იუპიტერის ხელა გაზის გახურებული გიგანტები, რომლებიც ფაქტიურად ეხებიან იმ ვარსკვლავებს, რომლის ირგვლივაც ბრუნავენ. უკვე აღმოჩენილი 685 ვარსკვლავიდან, არცერთი სისტემა არ ჰგავს მზის სისტემას.

ავტორი: ლალი ადიკაშვილი

წყარო

მზის სისტემა, ანომალია

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar