“ნატოში არსებობს სკეპტიკოსი ქვეყნები, რომელთაც საქართველოს მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება აქვთ“ - მაისაია

03.04.2019 ახალი ამბები 195 0 0.0

Загрузка...

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად ყველაფერს აკეთებს, დღეს პროცესი მაინც მძიმედ მიდის. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იური ლიუკი მოუწოდებს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად იბრძოლოს, რადგანაც იქ შესვლას არ შეეხვეწებიან, როგორც თავის დროზე ესტონეთს.

„ჩვენ არ ვართ ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში შესვლას შეეხვეწებიან. ამიტომ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ წარმოუდგენელი წინააღმდეგობების წინააღმდეგ," - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.

რაზე მიგვანიშნებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო გარკვეული მიმართულებით პასიურობს ან რაღაცას არასწორად აკეთებს და ზოგადად, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ ალიანსის წევრობა დაიმსახუროს?

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ნატოში სკეპტიკოს ქვეყანათა რაოდენობა არ კლებულობს.

„საქართველომ ცოტა უფრო იაქტიუროს, რთულია. ნატო-ში არსებობს ქვეყნების სკეპტიკოსთა ნაწილი, რომელთაც რუსეთთან კონფრონტაცია არ სურთ და შესაბამისად, არ უნდათ, რომ რუსეთი მათი უშუალო მტერი გახდეს," - აღნიშნა მაისაიამ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ მაპ-ი მიიღოს, ყოველმხრივ მზად არის, თუმცა, დღეს იმ სახელმწიფოების რაოდენობა იზრდება, რომლების საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ, სკეპტიკურად არიან განწყობილი.

„საქართველოსთვის მაპ-ის მოცემა პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან საქართველო მზად არის ამ სტატუსის მისაღებად და შემდეგ უკვე მაპ-ის ფორმატში, რომ მოხდეს ამ პროცესების განვითარება. არსებობს სხვა მიმართულებაც, - სამართლებრივი, უსაფრთხოების ელემენტები და რესურსების განაწილება. სკეპტიკოს სახელმწიფოთა როლი ნატო-ში არა კლებულობს, არამედ გარკვეულწილად იზრდება კიდევაც.

„საქართველოს ალიანსში გაწვერიანების საკითხს 30 ქვეყანა წყვეტს, იქ ამერიკას არავინ არაფერს არ ეკითხება. არც საელჩოები აქტიურობენ და არც მთავრობა, მარტო პრეზიდენტმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებას გამოადგება.

„სკეპტიკოს სახელმწიფოები საქართველოს მიმართ გააჩნიათ რაღაც სპეციფიკური დამოკიდებულება. დღევანდელი მსოფლიო წესრიგი ისეა აგებული, რომ ეროვნული ინტერესები პირველ ადგილას წამოვიდა," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

თამარ შუკვანი

წყარო

საქართველო, სკეპტიკოსი, ნატო, სპეციფიკური, ქვეყნები

ვარსკვლავების ინტერნეტით გავრცელებული სქესობრივი აქტის ვიდეოები
13.10.2019
სტალინი, ჰიტლერი და ფროიდი...
13.10.2019
ძილის რეკომენდირებული პოზები
13.10.2019
სპორტი იმედზე - 13 ოქტომბერი, 2019 წელი
13.10.2019
ცხელი ბუტერბროდი უპუროდ
12.10.2019
ცნობილები „ღია“ ჩაცმულობით
12.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar