ნავთობის ფასის ზრდის გამო დონალდ ტრამპი OPEC-ს აკრიტიკებს

13.06.2018 მსოფლიო ამბები 20 0 0.0


loading...
Загрузка...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნავთობის კარტელ Opec-ს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ნავთობის ფასის ზრდაში უმსხვილესი ექსპორტიორის ბრალეულობაზე მიანიშნებს. ამის შესახებ Politico წერს. 

დონალდ ტრამპი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, რომ ნავთობის ფასი ძალიან მაღალია და ეს კარგი ნამდვილად არ არის.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა Opec-ი ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ აპრილში გააკრიტიკა, თუმცა მაშინც მისი ღირებულება დღევანდელთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნავთობის ღირებულება 60%-ით არის გაზრდილი, რასაც სფეროს სპეციალისტები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლას და ვენესუელაში მისი მოპოვების შემცირებას უკავშირებენ. 

შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება მაისში მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ 22-23 ივნისს ავსტრიის დედაქალაქი ვენა Opec-ის შეხვედრას უმასპინძლებს. 

imedinews.gе
ფოტო: shutterstock.com


ზრდის, დონალდ, ტრამპი, ფასის, გამო, ნავთობის, OPEC აკრიტიკებს

რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი
24.06.2018
საკვები სოდა კიბოს წინააღმდეგ
24.06.2018
ადამიანის თავის ტვინის მთავარი შემადგენელი ნაწილები
24.06.2018
საოცრად ლამაზი გოგოები, რომლებმაც სხვადასხვა ერების შერწყმით მიიღეს სილამაზე
24.06.2018
ტესტი - ხარ თუ არა ჭკუიანი? #21
24.06.2018
წყალქვეშ დაკარგული მისტიური ქალაქები
24.06.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...