ნიღბები უპეებისთვის - შედეგი გაგაოგნებთ!

09.10.2018 საკითხავი 17 0 0.0

Загрузка...

თვალის გარშემო მცირე ნაოჭები და ჩაშავებული წრეები შესამჩნევი ხდება უკვე 25 წლის ასაკში, მაგრამ სწორად მოვლის შემთხვევაში პროცესის შეჩერება შესაძლებელია. დღეს გთავაზობთ განსაკუთრებული ნიღბების რამდენიმე რეცეპტს.

კრემი უპეებისთვის

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა - მთავარი კოზირია, რომელიც ხელში გიჭირავთ. ის არ იწვევს დამოკიდებულებას და მოულოდნელ რეაქციებს.

რეცეპტის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, თუკი მშრალი კანი გაქვთ, უნდა მოერიდოთ ნიღბებს, რომლებიც ლიმონის წვენს შეიცავს; თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ, ფრთხილად იყავით ნიღაბში ზეთის დამატების დროს. 

სახლის პირობებში მომზადებული ნიღბების შენახვა ხანგრძლივად შეგიძლიათ. 

კიტრით მომზადებული ნიღაბი უპეებისთვის

დაგჭირდებათ:

კიტრი - 1 ცალი
ალოე - პატარა ფოთოლი

პიტნა - 1 ჩ/კ

კიტრი და პიტნა დააქუცმაცეთ მაქსიმალურად წვრილად. გადაურიეთ ალოეს წვენი. გააჩერეთ რამდენიმე საათი გრილ ადგილას. შემდეგ კი შეიზილეთ თვალების გარშემო, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი 
წყლით.

არაჟნის ნიღაბი

პროცედურა დაიწყეთ სახის დატენიანებით, რაც აუცილებელია სახის კანის ნებისმიერი ნაკვთისთვის. რაც უფრო კარგად არის კანი დატენიანებული, მით უფრო ნაკლებად შრება და ზიანდება.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

არაჟანი - 2 ს/კ
გახეხილი კიტრი -2 ს/კ

გახეხილ კიტრს გადაურიეთ არაჟანი და დაიდეთ თვალის გარშემო 15 წუთით. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლის ნიღაბი

გამაღიავებელი ნიღაბი შესანიშნავად ებრძვის სიწითლეებს და პიგმენტურ ლაქებს. თაფლი და კიტრი კი ცნობილია, როგორც ბუნებრივი მათეთრებელი საშუალებები. თაფლი კვებავს კანს, ხოლო კიტრი იცავს კანს გამოშრობისგან.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

გახეხილი კიტრი - 1 ს/კ
თაფლი - 1 ჩ/კ

თაფლი და გახეხილი კიტრი გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თვალების გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა შეგიძლიათ, გაიმეოროთ კვირაში ორჯერ.

ეს უვნებელი და ძალიან ეფექტური ნიღბები დაგიცავთ ასაკის პირველი ნიშნებისგან. შეაჩერებს ან შეამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და თქვენს კანს ჯანსაღ იერს შემატებს.

წყარო 

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია


უპეებისთვის, ნიღბები, შედეგი, გაგაოგნებთ

10 ამოუხსნელი რამ რაც ყინულებში იპოვეს (ვიდეო)
15.10.2018
10 ყველაზე დღეგრძელი ორგანიზმი დედამიწაზე (ვიდეო)
15.10.2018
ბანანის კექსი - ძალიან მარტივად და სწრაფად!
15.10.2018
აირჩიეთ ბეჭედი და გაიგეთ თქვენი ხასიათის საიდუმლო
15.10.2018
თუკი სიზმარში სექსით დაკავდით...
15.10.2018
ყავაზე, როგორც ნარკოტიკზე, დამოკიდებული ზოდიაქოს 3 ნიშანი
15.10.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...