ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზია "მთავარი არხი", დროებით "იბერიის" შენობიდან გავა ეთერში.

29.08.2019 ახალი ამბები 33 0 0.0

Загрузка...

image

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზია "მთავარი არხი", დროებით "იბერიის" შენობიდან გავა ეთერში. შენობის ეზოში დღეს "რუსთავი2"-ის ყოფილი ჟურნალისტები და თანამშრომლები შეიკრიბნენ. ამ ფაქტს "იბერიას" ჟურნალისტების აღშფოთება მოჰყვა, რომელთა ნაწილს სახელფასო დავალიანება დღემდე არ აუღია.

„იბერიას“ საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თამარ ურუშაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამრთლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე (Nato Chkheidze) იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?", -წერს თამარ ურუშაძე.

„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილიც ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორიადაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?" - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

****

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანია „იბერიას“ შენობაში დღეს რუსთავი 2-იდან წასულმა გვარამიას თანაგუნდელებმა სამუშაო თათბირი მოაწყვეს. მათ შენობა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დაათვალიერებინა. ტელევიზიაში ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

საბოლოოდ გაჟღერდა, რომ პირველ ეტაპზე, დროებით, „მთავარი არხი“ სწორედ „იბერიას“ აპარატურითა და სტუდიების გამოყენებით გავა ეთერში. ახალი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბრიდან დაიწყებს. პირველ ეტაპზე ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები და ნანუკას შოუ იქნება. ამ პროცესში ნიკა გვარამიას ერთ-ერთი პარტნიორი ზაზა ოქრუაშვილი იქნება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში თავის გვერდზე live ეთერში განაცხადა.

image

„კურიერის“ ნაცვლად საინფორმაციო გამოშვებას ერქმევა - „მთავარი ამბები“. საინფორმაციო გამოშვებები ეთერში ჩვეულ დროს გავა 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე... 9 საათიან შემაჯამებელ გამოშვებას კვლავ დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობიშვილი გაუძღვებიან, დღის გამოშვებებს კი თამარ ბაღაშვილი და მიშა სესიაშვილი.

პოსტსკრიპტუმის ნაცვლად „კვირის მთავარი“ იქნება, რომელსაც კვლავ გიორგი გაბუნია გაუძღვება და გადაცემა ეთერში ყოველ კვირას 21:00 საათზე გავა.

„კვირის აქცენტებს“ შეცვლის „მთავარი აქცენტები“ - კვლავ 22:00 საათზე იხილავს მაყურებელი და მას ისევ ეკა კვესიტაძე და ნიკა გვარამია გაუძღვებიან.

ეთერში იქნება ნანუკა ჟორჟოლიანის სოციალური თოქშოუ, რომელიც ჩანაწერის ნაცვლად პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ახალ გადაცემას მაყურებელი ეთერში გასვლის პირველივე კვირას იხილავს.

ნოდარ მელაძე არ აკონკრეტებს რა სახელწოდება ექნება შაბათის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, თუმცა ფორმატს უცვლელს ტოვებენ.

დილის, შუადღისა და ღამის გადაცემები ეთერს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

„ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები, ამას მოგვიანებით გეტყვით, ეს მოლაპარაკებების საგანია, დღეს კი მთავარი არის ის, რომ ზაზა ოქუაშვილის და ჩემი შეთანხმებით, სწორედ „იბერიის“ შენობაში განვათავსებთ „სტაფს“, გვაქვს საეთერო სტუდია და ვიწყებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

მისი სიტყვებით, ვისაც ნამდვილი „კურიერის“ ნახვა სურს, ისევ ცხრა საათზე, ოღონდ „მთავარზე“ უნდა დაელოდოს, საინფორმაციო გამოშვების სახელი იქნება „მთავარი ამბები“ - "მთავარზე". ნიკა გვარამიას განცხადებით, მათ უნდა ებრძოლონ დღეს მედიაბაზარზე დარჩენილ ერთადერთ მასობრივ ტელევიზიას, „იმედს“.

გვარამიას თქმითვე, "აუცილებლად უნდათ, რომ არხზე ახალი სახეებიც გამოჩდნენ". ცნობილია, რომ „მთავარ არხს“ უკვე აქვს გარანტირებული ყოველთვიური ბიუჯეტი.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ “მთავარი არხის” ლიცენზირების შესახებ მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. ახალი არხის დამფუძნებლების განმარტებით კი მათ ამგვარი განცხადება საერთოდ არ სჭირდებათ - რადგან გვარამიას არხი ლიცენზიას უკვე ფლობს. არხი ბინას დიღომში, ასტრა პარკის შენობაში დაიდებს. გასართობმა ცენტრმა ფართი უკვე დაცალა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვიდრე შენობა კეთილმოეწყობა, შესაძლოა გვარამიას არხმა მაუწყებლობა „იბერიას“ შენობიდან დაიწყოს.

საიდან აქვს გვარამიას ახალი ლიცენზია? 2019 წლის აპრილის თვეში მათ ახალი ლიცენზია მიიღეს, რომელზეც „კომედი არხი“ ხელახლა აღდგა. თუმცა, ლიცენზია მხოლოდ გასართობი პროგრამების ეთერში გაშვებას ითვალისწინებს, ამდენად, გვარამიას მოუწევს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ლიცენზიის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს და არა ახალი ლიცენზია.

“კომუნიკაციების კომისიას მივმართეთ. მოხდა “შპს კომედი არხის” ლიცენზიის მოდიფიცირება. “კომედი არხი” მაუწყებლობდა და მას გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია. ანუ “კომედი არხი” გახდება “მთავარი არხი” და მოხდება ამ ლიცენზიის მოდიფიცირება”, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

კომედი არხის სიხშირის მოდიფიცირების შესახებ კომუნიკაციების კომისია ღია სხდომაზე იმსჯელებს. გადაწყვეტილება, რამდენად დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. თავის მხრივ ნიკა გვარამია ღიად ამბობს, რომ თუ საინფორმაციო ლიცენზიას არ მისცემენ, ის ეთერში საინფორმაციო გამოშვებებს მაინც გაუშვებს.

„არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია, არ მომცემენ ლიცენზიას, მაინც გავუშვებ საინფორმაციოს. პირდაპირ ვამბობ, ფეხებზე მკიდია ეს გადაწყვეტილება, “ - აღნიშნა გვარამიამ.

რუსთავი 2-ზე დარჩენილი კომედი გრუპის თანამშრომლები მაყურებელს გუშინ დაპირდნენ, რომ კომედი არხი ძველ სიხშირეზე მალე აღადგენს მაუწყებლობას.. მათი ძველი ლიცენზია კი ტვ „მესამემ“ დაიკავა, რომელსაც მიშა მშვილდაძის ფორმულა კრეატივი ამუშავებს.

„ფორმულა კრეატივიც“ ახალი ლიცენზიის მოლოდინშია.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ასევე შესულია განაცხადი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ნაწილის მიერ დაკომპლექტებულ კიდევ ერთ არხზე, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის და სადაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები გავა”.

არხს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე აქვს მოთხოვნა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს მოამზადებს. “ფორმულა კრეატივის” გუნდში იქნება “რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ახალ არხზე ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ჩაიბარებს.

ავტორი: ილია მარტყოფლიშვილი    
 

წყარო

შენობა, ტელევიზია, დაფუძნებული, ეთერი, მთავარი არხი, ნიკა გვარამია

დედამიწაზე აღმოჩენილი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები!
20.09.2019
ვინ არის გოგონა,რომლის დანახვაზეც კომენტატორს ენა დაება
20.09.2019
დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რომელი შეგეფერებათ?
20.09.2019
ბრედ პიტი GQ-ის გარეკანზე! მსახიობის ახალი ფოტოსესია!
20.09.2019
2019 წლის საშემოდგომო ეკომეგობრულ კოლექციას
20.09.2019
12 ყველაზე ლამაზი მუზეუმი მსოფლიოში
20.09.2019

სულ კომენტარი: 0
avatar