ნინო ჯანგირაშვილი: "როდემდე უნდა ყაროთ ჩემი წვალებით გადახდილი ფული სისულელეებში?"

06.08.2019 საზოგადოება 35 0 0.0

Загрузка...

ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ხელისუფლებას მიმართავს.

მისი თქმით, ზაფხული ისედაც მძიმე პერიოდია ტელებიზნესისთვის და წელს მთლად წარღვნაა.

მისივე თქმით, ხელისფულების დანაშაულია, რომ ბოლო წლებში სატელევიზიო ბაზარი შეუქცევადად ინგრევა .

ის ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, როდემდე შეიძლება მისი წვალებით გადახდილი ფული სისულელეებში ყარონ.

მისივე თქმით, მისი წვალებით გადახდილ ფულს სახელმწიფო ხან რუსი ტურისტების თანადაფინანსებაში იხდის, ახლა კი სასტუმროებს, რომლებმაც ზარალი ნახეს თურმე, კრედიტის პროცენტი ბიუჯეტიდან უნდა დაუფარონ.

"ზაფხული ისედაც მძიმე პერიოდია ტელებიზნესისთვის და წელს მთლად წარღვნაა. როგორ უნდა მივაღწიო შემოდგომამდე არ ვიცი. ვითვლი, სად რა გადავიხადო, სად რა დავზოგო. თუმცა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიუჯეტის ფული უნდა გადავიხადო. თუ არ გადავიხდი, უბრალოდ ინკასოს დამადებენ და წაიღებენ, სულ რომ საწვავი ვეღარ ჩავასხათ და სულ რომ ამის მერე დენი გაგვეთიშოს ტელევიზიაში მაინც. ხოდა, ეს ჩემი დეგენერატი სახელმწიფო ამ ჩემი წვალებით გადახდილ ფულს ხან რუსი ტურისტების ბილეთების თანადაფინანსებაში იხდის და ახლა კიდევ ვკითხულობ, რომ ვიღაც სასტუმროებმა თურმე ზარალი რომ ნახეს კრედიტის პროცენტი ბიუჯეტიდან უნდა დავუფაროთ. თქვენ მართლა ნორმალურები თუ ხართ? თქვენი დანაშაულია, რომ ბოლო წლებია სატელევიზიო ბაზარი შეუქცევადად ინგრევა და ჩვენ ხალხი არ ვართ? როდემდე უნდა ყაროთ ჩემი წვალებით გადახდილი ფული სისულელეებში?"- წერს ჯანგირაშვილი.

წყარო

გადახდილი ფული, კავკასია, სისულელეები, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar