ნიუ-იორკის ქუჩის მოდა - 14 საუკეთესო სტილი ნიუ-იორკის 2019 წლის მოდის კვირეულიდან

08.02.2019 მოდის სამყარო 22 0 0.0

Загрузка...

მოდის კვირეულებზე საზოგადოების ყურადღება პოდიუმისკენაა მიპყრობილი, თუმცა პოდიუმის გარდა, ამ დროს განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი ქუჩის სტილი ხდება.

მოდური გამოცემების ფოტოგრაფების ყურადღებას გემოვნებით, გლამურულად, ეპატაჟურად და ზოგჯერ ძალიან უჩვეულოდ ჩაცმული ადამიანები იპყრობენ, რომლებიც მოდის კვირეულის სტუმრები არიან.

ნიუ-იორკში 2019 წლის მოდის კვირეული მიმდინარეობს. ვნახოთ, რა არის მთავარი ტენდენციები და როგორია ნიუ-იორკული ქუჩის მოდა - 14 გამორჩეული სტილი მოდის კვირეულიდან.

1. მაღალწელიანი შარვალი მოკლე პიჯაკთან და შუზებთან. ამ ვიზუალში მნიშვნელოვანი აქსესუარია „გუჩის“ ჩანთა. როგორც ვხედავთ, სამოსის ფერების შეხამება აქტუალურია.

2. ვირჯინია სმიტი ნარინჯისფერი კომბინიზონით - მოკლე შარვალი ჩექმასთან.

3. პრადას ჩანთა

4. ლისა აიკინი ჯინსის სამოსით

5. კრემისფერი და ნაცრისფერი სამოსის კომბინაციით მიღებული ვიზუალი. რაც შეეხება ჩანთას, მსგავსი სტილი 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იქნება.

6. სტილი, რომელსაც განსაკუთრებულ ელფერს „ქლოეს“ ჩანთა სძენს.

7. ლეანდრა მედინი ეპატაჟური სამოსით.

8. სადა ფერების კომბინაციით მიღებული სტილი, რომელსაც ვარდისფერი ჩანთა მხიარულ ელფერს სძენს.

9. როგორც ხედავთ, მელანია ტრამპმა მხრებზე მოხურული პალტო ტრენდად აქცია.პალტოს ასე ტარება 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა.

10. დანიელ ბერნშტეინი, რომელმაც შარვალი და ჩექმა შეუხამა ერთმანეთს.

11. ნიკი ოგუნეიკი

12. როგორც ხედავთ, მოკლე შარვალთან შუზის, ან ჩექმის ტარება ტრენდულია. ნიუ-იორკის ქუჩის მოდა სწორედ მსგავს სტილს გვკარნახობს.

13. მხიარული ფერების კომბინაცია, რომელშიც ცისფერი ჭარბობს და ლუი ვიტონის ჩანთა.

14. ნატალი და დილან სუარესები ამ სტილით გვასწავლიან, რომ ზამთარშიც შესაძლებელია შევქმნათ მხიარული ვიზუალი და ამისთვის მთავარია, რომ სწორად შევარჩიოთ სამოსის ფერები.

 
 

როგორ ჩავიცვათ, 2019 წლის ტენდენციები, ჩაცმულობა, ქალები, ტრენდი

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს
18.02.2019
2019 წლის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
18.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) / Zodiaqos 12 nishani: Tyupebi (22 maisi - 21 ivnisi)
18.02.2019
როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
18.02.2019
ქმარი და მამა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: რა გავლენას ახდენს დაბადების დღე ოჯახურ ცხოვრებაზე?
18.02.2019
სექსი იაპონურად: 20 ყველაზე უხამსი და ეგზოტიკური ფაქტი. (+18 )
17.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...