ნუ გავუმწარებთ ერთმანეთს სიცოცხლეს!

27.03.2016 საზოგადოება 676 0 5.0

Загрузка...

მეგობრობის კეთილშობილური გრძნობა ისეთი ფენომენია, რომელიც როდი ექვემდებარება რაიმეს ახსნას და მასზე ზედმეტი საუბარი, მხოლოდ ლიტონი სიტყვებია...

ყოველ ჩვენთაგანს უწევს ადრეული ასაკიდანვე, ამ დიდი გზის გავლა.გზისა, რომელსაც ჩვენი ცხოვრების ძალიან მოკლე განზომილებიდან, ღვთაებრივ სამყაროში შევყავართ...

უმეტესწილად, სისხლით ნათესავთაგან ვერ ჰპოვებ იმდენ შვებასა და ნების თავისუფლების გამოხატვას, როგორც ამას შეძლებ, მოულოდნელად შენს გვერდით მდგომ, ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამიანისგან...

ადამიანისგან, რომელიც სასწაულებრივი ღვთაებრივი შთაგონებით, გასაჭირში მყოფს, დაუფიქრებლად გამოგიწვდის დახმარების ხელს და თანაგრძნობის ყოვლისმომცველ სამყაროს გაზიარებს. ამიტომაც ამბობენ ხშირად - „მეგობარი, გასაჭირში იცნობა“-ო.

ადამიანი არ არის მხოლოდ ქიმიისა და ფიზიკის კონგლომერატი... ადამიანი არ არის მხოლოდ პოლიტიკა, მხოლოდ ჟურნალისტიკა, მხოლოდ ეკონომიკა, მხოლოდ კანონი, პროკურატურა და სასამართლო... გამომთვლელი მანქანა, კომპიუტერი...მხოლოდ ჭამა და სექსი!..

ადამიანი ღვთის ნაწილია და ყველაფერ იმაზე მეტია, რაც უფლის ნებით,თავად გამოუგონია და შეუქმნია! მოდით, ნუ გავხდებით საკუთარ ქმნილბათა მონები!..

ადამიანი ამქვეყნიურის გარდა, მიღმიური არსებაცაა... ამას თქვენ მაშინ შეიცნობთ, როცა ლამაზ სახეზე ნაოჭები გაგიჩნდებათ...როცა გულაქოშინებული, ლიფტის გარეშე, მეორე სართულზეც ვერ ახვალთ, როცა კუს ნაბიჯებით იჩანჩალებთ ოთახიდან, ოთახში... როცა ფეხის ყოველ გადადგმაზე ოხვრა-კვნესა აღმოგხდებათ, როცა გაზების შეჩერებას ვერ შეძლებთ თქვენს მრავალნაცად სხეულში, როცა მუდმივად ხელიდან დაგივარდებათ ნივთები და საგანები... და ბოლოს, როცა ნელ-ნელა დაიწყებთ წარსულის გახსენებას... ერთ დროს,დიდების ზენიტში მყოფნი ... ერთდროს, ბევრისთვის სასურველი და საჭირო!.. ერთ დროს, „სექსუალური“ და ვნებებით სავსე...

გაიხსენებთ და მიხვდებით, რომ ცრუ და ბნელი ყოფილა წუთისოფელი - რომ „ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო“-ა!.. ერთი საათით მაინც მოსწყდით სოციალური ქსელების „ნეგატიურ სამყაროში ხეტიალს“, ერთმანეთის ლანძღვა-ფურთხებას, გუნების გაფუჭებას, უაზრო ჭორაობას... და შედით იგივე სივრცის,„პოზიტიურ სამყაროში“... სამყაროში, რომელიც დაბადებიდანვე უბოძა შემოქმედმა ადამიანს!... ამ სამყაროს მეგობრობა ჰქვია!

ეს სამყარო უძლეველია, და უსაზღვროა.. დიახ, ჩვენ დღეს ძალიან განვიცდით მის უკმარობას... ჩვენს „ქართულ ცნობიერებას“, დღეს მხოლოდ ის გადაარჩენს წალეკვისგან!..

მომწონს უცხო ქვეყნისა, რაც პოზიტიურია!... თუ არ მიყვარს, პატივს მაინც ვცემ მათ კულტურულ მიღწევებს, საკაცობრიო მონაპოვარს!.. მაგრამ, რა ვქნა, ჩემიც მიყვარს!.. ღვიძლი და მშობლიური!.. მომეცით არჩევანის საშუალება!.. მიყვარს ნამდვილი,ქართველკაცური მეგობრობა...„მეგობრობა გზად და ხიდად“!.. ალბათ, ზოგი ასეც ფიქრობთ... ფიქრობთ და სამართლიანადაც... ღმერთმა ხეირი მოქცეთ!..

დასარულ, წარმოგიდგენთ ვიდეორგოლს, რომელმაც შესაძლოა გაგაოცოთ... თუმცა, უკვე ბუნება კარგა ხანია გვთავაზობს ასეთ სიურპრიზებს. უბრალოდ ჩვენ, ან ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ და ჩავწვდეთ მის იდუმალებას... ამ ვიდეო რგოლის პერსონაჟები, ჩვენი სამყაროს ღვიძლი შვილებია, ისინი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და არსებობენ, ჩვენსავით შეძლებისდაგვარად იბრძვიან სიცოცხლის გადარჩენისთვის და მეგობრობის გასაოცარ მაგალითს იძლევიან!.. ნახეთ რგოლი და ისიამოვნეთ...

მე კი ისღა დამრჩენია, გთხოვოთ: „ნუ გავუმწარებთ ერთმანეთს სიცოცხლეს!“...

P.S. ვაჟა ჩომახიძე


ნუ გავუმწარებთ ერთმანეთს სიცოცხლეს!

მთვარის ჰოროსკოპი: 22 ოქტომბერი (2019)
21.10.2019
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2019)
21.10.2019
სპორტი დიმა ობოლაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 2019 წელი
21.10.2019
საცვლების ამ კოლექციამ, თანამედროვე მოდის სამყაროს საზღვრები დაამსხვრია!
21.10.2019
ქათმის რულეტი ყველით
21.10.2019
ანჯელინა ჯოლი ,,ჟივენშის" იისფერი სამოსით „მალეფისენტას" პრემიერაზე
21.10.2019

სულ კომენტარი: 0
avatar