ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით

06.04.2019 სპორტის სიახლეები 145 0 0.0

Загрузка...

ტოკიო 2020 წელს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც მაყურებლების ყურადღებას სპორტულ ასპარეზობებთან ერთად ტექნოლოგიებიც მიიქცევს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ეკოლოგიასაც უკავშირდება. სტადიონები და ოლიმპიური სოფელი მთლიანად განახლებადი ენერგიით მომარაგდება, რომლის ძირითადი წყაროებიც მზისა და ქარის ელექტროსადგურები იქნება. იაპონიაში მზის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 50 გიგავატს აჭარბებს (39 ენგურჰესის სიმძლავრე) და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ქვეყნის ელექტრომამარაგების 5%-ს სწორედ ასეთი სადგურები უზრუნველყოფს, უახლოეს პერიოდში ამ მაჩვენებლის ზრდაა დაგეგმილი.

კიდევ ერთი ინოვაცია მედლებს შეეხება. მათ მობილური ტელეფონებისგან დაამზადებენ. სტანდარტული მობილური ტელეფონი 0.048 გრამ ოქროს, 0.26 გრამ ვერცხლს და 12 გრამ სპილენძს შეიცავს. სახლის პირობებში მისი გამორჩევა რთულია და $2.5-ისთვის არც ღირს, მაგრამ 80 000 ძველი მობილური და ცოტაოდენი სხვა მცირე ზომის ამორტიზებული ელექტრო მოწტობილობა საკმარისი იქნება ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ყველა სინჯის მედალის დასამზადებლად, რაც ჯამში 5000-ს აღწევს.

სპორტულ ასპარეზობას ტიკიო 5G ინტერნეტითა და 8K ტელევიზიითაც შეხვდება. 5G ინტერნეტი დღეს მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია ხელმისაწვდომი და მასზე გლობალურად გადასვლა 2020 წლიდან დაიწყება. დღემდე იაპონია ერთადერთ სახელმწიფოდ რჩება სადაც ტელევიზიები 8K ფორმატში მაუწყებლობენ, რომელიც გარჩევადობით 4K-ს 4-ჯერ აღემატება.

კიდევ ერთი სიახლე მზის პანელებით აღჭურვილი გზებია, რომელიც ელექტრომობილებს სვლის რესურსს გაუხანგძლივებს.

ტოკიო ოლიმპიადას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად ეს 1964 წელს მოხდა. სწორედ მას დაამთვიეს სინკანსენის იგივე „მატერებელი ტყვიის“ ექსპლუატაციაში შესვლა. ქსელის გაფართოებისა და მოდერნიზების შემდეგ დღეისთვის იაპონიის ყველა დიდი ქალაქი ერთმანეთს სწრაფი რკინიგზით უკავშირდება, ზოგიერ მონაკვეთზე სიჩქარე 500 კმ/სთ-ს აღემატება.

უკანასკნელ 2016 წლის რიოს ოლიმპიადზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში იაპონია მე-6 ადგილზე გავიდა, მან ჯამში 41 მედლის (12 ოქროს, 8 ვერცხლისა და 21 ბრინჯაოს) მოპოვება მოახერხა. იმ გათვლებით რომ მასპინძელს ყოველთვის მეტი შანსი აქვს, 2020 წლის მოლოდინი უფრო დიდია, 1964 წელს იაპონიამ 16 ოქროს აღება და მე-3 ადგიზე გასვლა მოახერხა.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2020 წლის 24 ივლისს აიღებს და 9 აგვისტომდე გასტანს. მასში 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას და მედლების 206 კომპლექტი გათამაშდება. ხარჯი წინასწარი გათვლებით $12 მლრდ-ს მიაღწევს.

წყარო

ოლიმპიური თამაშები, 5G ინტერნეტი, 8K ტელევიზია, მედლები, სმარტფონები

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar