ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ბევრად დიდი უნდა იყოს ვიდრე დღესაა

11.07.2018 საკითხავი 15 0 0.0


loading...
Загрузка...

მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის 20%-ტი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას და საკუთარი სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული ოკუპირებულ სეპარატისტულ წარმონაქმნებში-სამაჩაბლოში და აფხაზეთში.
დიახ სამაჩაბლოში, რადგან ჩემთვის საქართველოს ანექსიის მერე წითელი რუსეთის და მისი ქართველი დამქაშების მიერ შექმნილი "სამხრეთ ოსეთის ოლქი" არალეგიტიმურია.
იყო, არის და იქნება სამაჩაბლო.
გარდა ამისა გრძელდება რუსი ოკუპანტების მხრიდან მცოცავი ანექსია, რუსულმა დანაყოფებმა ჩემი ინფორმაციით კარგა ხანია დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლეები საქართველოსკენ მომავალ უღელტეხილებზე. თრუსოს ხეობაზე ოსი სეპარატისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მორიგი მზაკვრული გეგმის ნაწილი.
დაღესტნიდან ავარეთ-კახეთის გზის კაპიტალური შეკეთება და ამ გზაზე არსებული ხიდების ძლიერი კონსტრუქციით აგება მაფიქრებინებს, რომ საქართველოსთან კონფლიქტური ვითარების შექმნისას რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ გზას მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადმოსასროლად საქართველოში.
მე არავის მოვუწოდებ ომისაკენ, მაგრამ ცნობილი ფრაზა "გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის"-დღესაც აქტუალურია და ჩვენი მწირი თავდაცვის უწყების ბიუჯეტით ძნელი წარმოსადგენია სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ ოკუპანტებს.
მართალია, ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ მიიღო თანამედროვე შეიარაღება ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" სახით და ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის კომპონენტები (ვწერ მხოლოდ გასაჯაროებულზე), მაგრამ ეს მაინც არაა ის რაც თავდაცვითი ეშელონირებული ბრძოლებისათვის მოწინააღმდეგის შემაკავებელი ფაქტორი იქნება.
სომხეთი და აზერბაიჯანი ყიდულობენ თანამედროვე შეიარაღებას, ნუ გასაგებია სომხეთს რუსეთი ამარაგებს, აზერბაიჯანის ნავთობის და აირის საბადოები მათ აძლევთ უფლებას შეიძინონ დიდი რაოდენობით შედარებით თანამედროვე ტექნიკა.
რა შეგვიძლია ჩვენ? საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ჩინოვნიკებმა სულაც არაა აუცილებელი ძალზე ძვირადღირებული მანქანებით იარონ, ასევე არაა აუცილებელი თითოეულ პარლამენტარს ძვირადღირებული მანქანა ემსახურებოდეს. საკმარისია თანამედროვე მიკროავტობუსით გადაადგილდნენ (მე თქვენ გეტყვით ამომრჩევლებთან დადიან შეხვედრებზე). გაყიდონ აუქციონის წესით თბილისიდან დაწყებული მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული ყველა ძვირადღირებული მანქანები, გარდა ქალაქების მერებისა.
ასევე გაიყიდოს პარლამენტარების მომსახურე ძვირადღირებული მანქანები, უნდა გაიყიდოს თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების ძვირადღირებული მანქანები (3-4 საკმარისია სტუმრების დასახვედრად და მისაღებად).
საპატრიარქოს ძვირადღირებული ჯიპები, ისევე, როგორც ეპარქიების იერარქების მანქანები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და გაიყიდოს აუქციონის წესით. უფლის მსახურმა აუცილებელი არაა ღატაკ მრევლთან "ლექსუსის" ჯიპებით იარონ.
აუცილებელია შეიქმნას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შესავსებად ფონდი, რომელსაც საზოგადოების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი ადამიანები განკარგავენ.
ქართველ და საქართველოში მოღვაწე უცხოელ ბიზნესმენებს ამ ფონდში თანხის გადარიცხვის შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გაუკეთოს საგადასახადო შეღავათები.

intermedia.ge

ავტორი: კანონგარეშე


სამხედრო, ბიუჯეტი, იყო, მყოფი, ომი, დიდი, უნდა, ბევრად, მდგომარეობა, ქვეყნი

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ქალები?
20.07.2018
ჭიჭინაძე ივანიშვილზე: “არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში”
19.07.2018
დაეცემა თუ არა, ასტეროიდი აპოფისი 2029 წელს დედამიწაზე? - ნასას ოფიციალური განცხადება
19.07.2018
უჩვეულო ფაქტები სამყაროზე, რასაც ენციკლოპედიაში ვერ იპოვით
19.07.2018
გამაოგნებელი პარანორმალური მოვლენები ამერიკაში - მეოთხე დონის კონტაქტი
19.07.2018
19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა
19.07.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...