ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

20.06.2019 სექსის შესახებ 98 0 0.0

Загрузка...

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.

ხშირად წყვილს ავიწყდება, რომ არა მხოლოდ მშობლები და შვილების ფინანსური პარტნიორები, არამედ საყვარლებიც არიან. დროთა განმავლობაში ქორწინებაში ინტიმური პროცესი მოვალეობის რეგლამენტირებულ შესრულებაში გადადის, რა დროსაც ქალიც და კაციც ფიქრობს: „დროზე დასრულდეს პროცესი“ და ერთობლივად სიმულირებენ ორგაზმს.

ფსიქოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ ინტიმური ცხოვრების მივიწყების ბევრი მიზეზი არსებობს, რადგან ყოველ ქალსა და კაცს შორის კავშირი უნიკალურია, მაგრამ არსებობს ორი აუცილებელი პუნქტი, რომელთა შესრულება მკვეთრად ამცირებს ისეთი წყვილების რიცხვში მოხვედრის რისკს, რომელთაც სექსუალური აქტი ვინ იცის, ბოლოს როდის ჰქონდათ.

წესი № 1:  ქალის ორგაზმი

ქალი ქმართან ურთიერთობისა და სიახლოვის დროს ივსება ენერგიით. გამოკითხვის თანახმად, ოჯახურ წყვილებში ორგაზმით დასრულებული სექსუალური აქტი 70%-ს შეადგენს (გამოდის, 10-დან 7 სექსუალური აქტი შედეგიანია). წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორს ამ სიახლოვის კვლავ გასამეორებლად მოტივაცია სრულად ეკარგება. თანაც, კაცი აუცილებლად უნდა ფოკუსირდეს ქალის სხეულის იმ ნაწილებზე, რომელზეც მას განსაკუთრებით სიამოვნებს მოფერება. მიმართოს პრელუდიას და გადაწიოს საკუთარი „ფინიში“.

წესი №​​​​​​​ 2:  სექსუალური სცენარი უნდა იყოს მრავალფეროვანი

საყვარლებს შეუძლიათ, ისაუბრონ საკუთარ სურვილებზე. წყვილს კარგად გამოსდის კომუნიკაციის აწყობა და ერთმანეთის სექსუალური სურვილებისა თუ ფანტაზიების გაგება. ინტიმურ ქცევებში აუცილებელია ახალი ელემენტების შეტანა. რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილია წყვილი. ასევე, უმნიშვნელოვანესია ემოციური კომპონენტი, რომელიც ინტიმურ სიახლოვეს თვითსიმულირების აქტისგან განასხვავებს.

ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტების: დაურეკეთ პარტნიორს და შესთავაზეთ საღამოს 10 საათის შემდეგ მოდუნება (ოღონდ, მანამდე არ დაგავიწყდეთ ბავშვების ბებიასთან წაყვანა). ამასობაში შეარჩიეთ ტანსაცმელი, სუნამო, თეთრეული, მუსიკა, აქსესუარები (მაგალითად, შეიძინეთ ახალი ლუბრიკატი). მოიფიქრეთ სცენარი და იზრუნეთ დეტალებზე. შეახსენეთ პარტნიორს თქვენი გეგმების შესახებ ტექსტური შეტყობინებით ან ხმოვანი გზავნილით. მზადების ამგვარი ეროტიკული პროცესი უპირობოდ აამაღლებს თქვენი და თქვენი პარტნიორის სექსუალურ განწყობას.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია

წყარო

ორი, წესი, იდეალური, სექსი, მთავარი

MARY JANE – ფეხსაცმელი დიდი ისტორიით
24.08.2019
რატატუი ქათმის ფილეთი
24.08.2019
ატამი - სასარგებლო პროდუქტი!
24.08.2019
უცენზურო კაბების მოდა (ფოტოები)
24.08.2019
სოციალური ქსელის ვარსკვლავმა თავისი პროპორციებით ყველა გააოცა
24.08.2019
თამარ ივერი: "შე დალოცვილო, ამაზონი ყველას გვტკივა მაგრამ..."
24.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar