ოსტრაკიზმი ათენის დემოკრატიაში

15.05.2019 საკითხავი 25 0 0.0

Загрузка...

საბერძნეთი

ოსტრაკიზმი წარმოადგენდა ერთგვარ პოლიტიკურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა ათენიდან იმ პირის გაძევება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიულ სტაბილურობას პოლისში. ეს მექანიზმი ახლადშექმნილი დემოკრატიის ტირანიისგან დაცვის ერთგვარ საშუალებას წარმოადგენდა და იგი კლისთენეს(ძვ.წ VI საუკუნე) რეფორმების შედეგად ჩამოყალიბდა ათენში.

ოსტრაკიზმის პროცესი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე ეკლესია(ათენელი ხალხის დემოკრატიული ერთობა)წყვეტდა მოცემულ პირობებში უნდა განხორციელებულიყო ოსტრაკიზმი თუ არა. თუ შეკრებილთა უმრავლესობა დადებითად გადაწყვეტდა მოცემულ საკითხს, მაშინ ორი თვის შემდეგ კრება შედგებოდა აგორაზე. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, ქალებსა და მონებს ეს საკითხი არ ეხებოდათ.

image

მონაწილეები ოსტრაკონზე (თიხის ფირფიტა) დაწერდნენ იმ ადამიანის სახელს, რომელსაც უნდა დაეტოვებინა ათენი. ოსტრაკონები შეგროვდებოდა და დაითვლებოდა. ისტორიული წყაროები ნათლად არ ასახავს 6000 მონაწილე იყო საჭირო, რომ პროცესი შემდგარიყო, თუ 6000 დადებითი ხმა კონკრეტული პირის მიმართ. აღნიშნულ არჩევნებში “გამარჯვებულს“ 10 დღეში უნდა დაეტოვებინა პოლისი 10 წლით.

image

თუმცა ზოგ შემთხვევაში ოსტრაკიზმის გადაწყვეტილება უქმდებოდა და მოქალაქეს უკან დაბრუნების ნებართვა ეძლეოდა. მაგალითად ძვ.წ 461 წელს ათენელი კიმონი გააძევეს პოლისიდან, მაგრამ პერიკლეს მხარდაჭერით ძვ.წ 457 წელს უკან დააბრუნეს სპარტასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ოსტრაკიზმის პირველი შემთხვევა იყო ძვ.წ 488/7 წელს ჰიპაკოსის წინააღმდეგ, რომელიც იყო ტირან პესისტრასოსის ნათესავი. საინტერესოა, რომ ეს პრაქტიკა ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკურ ბრძოლებში. ბერძნულ- სპარსული ომის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა ორ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას- თემისტოკლესა და არისტიდეს შორის. თემისტოკლეს უნდოდა, შეექმნა ძლიერი ბერძნული ფლოტი, რასაც არისტიდესი ეწინააღმდეგებოდა. შედეგად ოსტრაკიზმის მეშვეობით ძვ.წ 483/2 წელს იგი პოლისიდან გაძევებული იქნა. დაახლოებით 12 წლის შემდეგ თემისტოკლესაც იგივე ბედი ერგო. როგორც პლუტარქე გადმოგვცემს, ათენიდან თემისტოკლეს განკვეთის მიზეზს არისტიდესა და კიმონთან მისი დაპირისპერაბა წარმოადგენდა.

ოსტრაკიზმი უკანასკნელად განხორციელდა 417/16 წელს. ამის შემდეგ ის აღარასდროს გამოუყენებიათ. ძვ.წ მეხუთე საუკუნის დასასრულს ათენური დემოკრატია კრიზისში შევიდა და მალე ოლიგარქიით შეიცვალა.

ავტორი: ნუცა გულიაშვილი    

წყარო

ათენის, ოსტრაკიზმი, დემოკრატია

ერთი ნახატის საიდუმლო - ''სიკვდილის ტრიუმფი''...
21.05.2019
არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც მაინც გვაინტერესებს.
21.05.2019
ვარსკვლავების აშკარად უცნაური კოსტიუმების ფოტოები
21.05.2019
"მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, როგორც სწორად ჩავთვალე, ისე მოვიქეცი…"
21.05.2019
მერიემ უზერლი კანის ფესტივალზე თავისი სექსუალური კაბით!...
21.05.2019
"მართლა ისეთი ლამაზი იყო, რომ უცებ თვალები ცრემლებით ამევსო"...
21.05.2019

სულ კომენტარი: 0
avatar