ოთხი მიზეზი, რის გამოც ქმარი სხვა ქალთან გარბის

30.07.2019 სექსის შესახებ 52 0 0.0

Загрузка...

image

ცხოვრობენ ქალები თავიანთ ოჯახებში, ჰყავთ შვილები, აქვთ ვალდებულებები, ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ისე როგორც უნდა იყოს და უცებ… მეხის გავარდნა - ღალატი.

ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია მამაკაცისთვის, თუ გრძნობს მის სიყვარულს. ნებისმისმიერი ქალისთვის ურთულესი მისაღებია ფაქტი, რომ მის ქმარს იგი აღარ უყვარს, მეტიც შეყვარებულია სხვაზე. ეს მართლაც აუტანელი ტკივილია.

მანამდე იგი ფიქრობდა, რომ ეს მამაკაცი მისია, მართალია აქვს უამრავი ნაკლი, მაგრამ ამ ნაკლით და ღირსებით მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მას სხვა ქალის პოვნა შეუძლია. ქალების უმეტესობა ხომ მიჩვეულია განსაზღვრული ცხოვრების წესს, გარკვეულ კომფორტის ზონას და უცებ ამხელა დარტყმა ხდება სწორედ ამ წესზე.

რა აიძულებს მამაკაცს ზურგი აქციოს ამ ყველაფერს, დათმოს და წავიდეს? სულაც არ არის აუცილებელი, ეს მუდმივი კონფლიქტების ფონზე მოხდეს. ხშირად ეს ყველაზე მოულოდნელად ხდება და როგორც წესი, გვევლინება როგორც რამდენიმე შეცდომის მუდმივი დაშვების შედეგი. განვიხილოთ ეს მიზეზები.

სიყვარულის ნაკლებობა

ბუნებრივია სიყვარული ათვლის წერტილია, უპირობოდ უნდა გიყვარდეთ და რაც მთავარია გამოხატავდეთ. როცა გამოხატვაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, აქ დღეში რამდენჯერმე სიტყვებით სიყვარულის ახსნა არ იგულისმება. იგი უნდა გრძნობდეს თქვენს სიყვარულს. როგორც პატარა ბავშვების ნორმალური აღზრდისთვის აუცილებელია თავი იგრძნოს სიყვარულის ობიექტად, ისე მამაკაცისთვის. ხშირად ისინი ეჭვიანობენ კიდეც პირველ შვილზე, რომელსაც ის ცოლის ყურადღებას უყოფს.

ამასთან, როგორაც და რამდენჯერაც არ უნდა გამოხატოთ ეს გრძნობა, თუ შინაგან სიღრმეს მოკლებულია, იგი ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს. თქვენ უნდა იყოთ ამ გრძნობის წყარო, იგი თქვენში გამუდმებით უნდა იბადებოდეს, ასეთ შემთხვევაში ყოველდღიური ვალდებულებები და რუტინა ვერ მოახერხებს მის ჩახშობას.

როცა იკარგება ეს ნაპერწკალი წყვილს შორის გაუცხოვების ნიშნები ჩნდება, ისინი გადადიან თავიანთი ცხოვრების სხვა ეტაპზე - ქალი დედაა, მისი ყურადღება და სიყვარული ვერ ნაწილდება როგორც საჭიროა. ეს ყველაფერი ამზადებს ღალატისათვის ნიადაგს.

წყარო

სხვა, ოთხი, ქმარი, ქალთი, მიზეზი

10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ
17.08.2019
დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა
17.08.2019
სექსუალური სერფერი დების ათი ფოტო, რომლებიც ინსტაგრამზე ნამდვილ ცეცხლს ანთებენ
15.08.2019
როუზი ჰანტინგტონის იდეალური სხეულის საიდუმლო!
15.08.2019
სახლი, რომელზეც ქრის ჰემსვორსმა 20 მილიონი დოლარი დახარჯა!
15.08.2019
ირინა შეიკმა ვერსაჩეს ბიკინი მოირგო! როგორ ისვენებს მოდელი ქალიშვილთან ერთად იბიცაზე!
15.08.2019

სულ კომენტარი: 0
avatar