პალატიდან მომაკვდავი ბავშვის ისეთი გმინვა ისმოდა, რომ ექთნებიც აღარ ეკარებოდნენ

04.04.2019 საზოგადოება 32 0 0.0

Загрузка...

ონკოლოგიურის უიმედოთა პალატაში ორნი იწვნენ. ერთი 45 წლის ქალი, ფილტვის კიბოთი დაავადებული 
და მეორე, 5 წლის გოგონა ტვინზე სიმსივნით - ორივე უპატრონო. ქალს, დედისერთას, მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა, გოგონა -- ბავშვთა სახლიდან გადმოყვანილი....

პალატიდან მომაკვდავი ბავშვის ისეთი გმინვა ისმოდა, რომ ექთნებიც აღარ ეკარებოდნენ ამ პალატას. მარტო ექიმი შედიოდა, ბავშვის გვერდით მდგარ სამედიცინო დანადგარს შეხედავდა, " ათი დღე-ღა დარჩა", ჩაილაპარაკებდა და მიდიოდა... 
....

ქალის ისტორია ბევრის მსგავსი იყო. ახალგაზრდობის შეცდომა--მგზნებარე სიყვარული, მერე ორსულობა და 
მერე მიტოვება...
ექიმის კაბინეტი, სირცხვილნარევი ტკივილი და აბორტი.. მერე გართულება, საშვილოსნოს ანთება და ოპერაცია....დარჩა ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი ქალი, გაყინული გულით და საშვილოსნოამოცლილი სხეულით...

სიცოცხლე გრძელდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად, ზიზღით ყველას და ყველაფრის მიმართ, შეიძულა ადამიანები-- განსაკუთრებით ბავშვები, გაემიჯნა თანამშრომლებს. სახლში მისულს ორი რამ ელოდა--- მარტოობა და სიგარეტი ჩაუქრობლად...
გარდაეცვალა მშობლები და დარჩა მარტო, ნათესავების და მეგობრების გარეშე.
დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, ორივე ფილტვის კიბო და განაჩენი - ერთი თვის სიცოცხლე..
....

"ღმერთო, რა სასტიკი ხარ და დაუნდობელი, მძულხარ, ჩემი უბედურება და ტკივილი არ მეყოფა, ამ უბედური ბავშვის გმინვას რომ არ ვუსმინო", ფიქრობდა ტკივილებისგან გატანჯული ქალი და გაჩენის დღეს იწყევლიდა.
როცა ყოფა აუტანელი გახდა, ერთმა აზრმა გაუელვა ქალს თავში" მოდი, აპარატს გამოვურთავ ბავშვს და მერე ვიტყვი, ტკივილისგან რას ვაკეთებდი, არ მახსოვდაო. ეს უბედურიც დაისვენებს და მეც, მაინც ვკვდებით ორივე..."
ქალი წამოდგა, მივიდა ბავშვის ლოგინთან, კუთხეში მდგარ აპარატს გადასწვდა რომ ათასნაირად ახლართული კათეტერები გამოეგლიჯა საცოდავი ბავშვის სხეულიდან და ბავშვს მძიმედ დახედა. ლოგინზე მისვენებულ პატარას მუშტისხელა სახეზე და ამოღამებული თვალებზე სიკვდილის აჩრდილი დასთამაშებდა.
"დედა, დედიკოოო, მოხვედი, როგორ გელოდებოდიი" - შესძახა უცებ ბავშვმა და გაძვალტყავებული ხელები კისერზე შემოაჭდო, ვიცოდი, რო მოხვიდოდი დედიკო, ვიცოდი "
ქალი ანაზდად გაშეშდა .
"სად იყავი დედიკო აქამდე, რატო არ მოდიოდი, როგორ გელოდებოდი", ტიტინებდა ბავშვი და ქალს მკერდზე ეხუტებოდა.
უცებ იგრძნო ქალმა, როგორ აუდუღდა გული, ყელს მოებჯინა და დიდი ხნის დამშრალი თვალებიდან ცრემლი ლოყებზე როგორ ჩამოუცურდა...
"სამსახურში ვიყავი და ვერ მოვდიოდი" - ტიროდა ქალი და გადმოცვენილ ცრემლთან ერთად მისი გაუხარელი ცხოვრებაც გარეთ გადიოდა..."დაწექი ჩემთან დედიკო, ჩაგეხუტები რაა, ხო არსად წახვალ?"
არა, ჩემო ანგელოზო, არ წავალ არასდროს" - ამოილაპარაკა ჩავარდნილი ხმით ქალმა და გვერდით მიუწვა. უცებ იგრძნო გაჩხნაკული პატარა სხეულიდან როგორი სითბო მოდიოდა.
..."მოკვდა?" იკითხა დილით გულგრილსახიანმა ახალგაზრდა ექიმმა, პაციენტები ერთ ლოგინში ჩაწოლილები რომ დაინახა.
"არა, სძინავს" - ჩაიჩურჩულა ქალმა. ექიმმა აპარატზე მოციმციმე ციფრებს შეხედა, გაკვირვებულმა წარბები ასწია და გავიდა. 
ქალმა მძინარე ბავშვს დახედა და გვერდი იცვალა. "დედიკო არ გადაბრუნდე, შენ ლამაზ სახეს მინდა ვუყურო, ჩაილაპარაკა ბავშვმა და სიყვარულით შეაცქერდა. "რა ლამაზი ხარ." ქალმა თავისი გაცრეცილი, ავადმყოფური სახე წარმოიდგინა და უნებლიეთ გაეცინა.
გავიდა ორი-სამი დღე. ბავშვი ნელ-ნელა ფერზე მოდიოდა...
"ღმერთო, არასდროს მილოცია და ჩემი სიტყვებით გეტყვი", მუხლებზე დაიჩოქა ქალმა ბავშვი რომ მიაძინა, "მაპატიე რაც შემიცოდავს, მომიტევე, მაპატიე, რომ არ მიყვარდი, რო უარგყოფდი, ჩემი სიცოცხლე წაიღე, ოღონდ ამ უცოდველი ანგელოზის სიკვდილს ნუ მაჩვენებ" და გახურებული შუბლი იატაკს დაადო....
"დედიკო სიზმარი ვნახე, ეუბნება დილით ბავშვი, ორი გველეშაპი მეხვეოდა. ერთს სიმარტოვე ერქვა, მეორეს - ტკივილი. სიმარტოვემ მითხრა, რახან დედა იპოვე, მე უნდა წავიდეო. ტკივილმა მითხრა, რახან სიმარტოვე მიდის, მეც უნდა წავიდეო. მერე თეთრტანსაცმლიანი კაცი მოვიდა, თავზე ნათელი ადგა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა, დამილოცნიხარო...."
....

"არაფერი მესმის, იმეორებდა ტომოგრაფიის აპარატის წინ შეკრებილ კონსილიუმთან დაბნეული ექიმი და მის წინ მჯდარ ღვაწლმოსილ, მხცოვან პროფესორს დამფრთხალი შესცქეროდა. " სიმსივნე გამქრალია, არაფერი შემშლია, ადრინდელი ანალიზებიც შენახული მაქვს, " 
და აკანკალებული ხელით ტომოგრაფიის სურათები გადაქექა.
საწოლზე პატარ გოგონა იწვა და მის თავზე მგორავ ხელსაწყოს შეღუტუნებაზე ეღიმებოდა.
"რამდენი ხანია შეტევა არც მე მქონია, ჩაილაპარაკა იქვე მდგარმა ქალმა.
"ესეც გასინჯეთ" - ბრძანა პროფესორმა.
"ფილტვები ჯანმრთელია, " - არ ვიცი, რა ვთქვა", 
ათრთოლებული ხმით იმეორებდა საბოლოოდ დაბნეული ახალგაზრდა ექიმი.
"რაც შეუძლებელ არს კაცთათვის, შესაძლებელ არს ღვთისაგან, ნელა წარმოთქვა პროფესორმა, "ფეხზე წამოდექით ბატონებო, თქვენ წინ უფლის სასწაულია! ეს ჩემთვის არ იყო, ეს თქვენთვის მოხდა, მე ისედაც მწამს უფლის ძლევამოსილების" და მოწიწებით თავი დახარა...
შეუცნობელ არს გზანი უფლისანი...image

ავტორი: ნიკოლოზ ხუციშვილი

წყარო

პალატა, ბავშვი, გმინვა, მომაკვდავი

ხაჭოს ლოკოკინები (გერმანული რეცეპტი)
20.04.2019
ალა პუგაჩოვას უყვარდა კაცები და მოკლე კაბის ჩაცმა-რუსეთის პრიმადონას 70 წელი შეუსრულდა
20.04.2019
მოდელები რეკლამებიდან "მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე"
20.04.2019
ცნობილი ხალხის სურათები არქივებიდან
20.04.2019
მსოფლიოში პირველად უსინათლო იაპონელმა იახტით წყნარი ოკეანე გადალახა
20.04.2019
ინდოეთის ოკეანეში გაუგებარი ქმნილება იპოვეს
20.04.2019

სულ კომენტარი: 0
avatar