პარიზში არეულობის დროს საქართველო საელჩოს ავტომობილი დაიწვა

02.12.2018 ახალი ამბები 88 0 0.0

Загрузка...

პარიზში არეულობის დროს საქართველო საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველ არხს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი თქმით, საპროტესტო აქციის დროს არეულობა იმ ქუჩაზეც დაიწყო, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა მდებარეობს.

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვი უკვე 400-ს აღწევს. პარიზში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მეტროსადგურებთან პოლიცია პატრულირებს. საფრანგეთის ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს.

საწვავზე ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები პარიზში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაშავდა სულ მცირე 133 ადამიანი. არეულობის მონაწილეებმა დააზიანეს ტრიუმფალური თაღიც. მომიტინგეებმა დაწვეს რამდენიმე ავტომობილი.

ავტორი - ლევან ახალაია

წყარო

არეულობა, საქართველო, დრო, საელჩო, ავტომობილი, პარიზი, დაიწვა

ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: კურო (21 აპრილი - 21 მაისი) / Zodiaqos 12 nishani: Kuro (21 aprili - 21 maisi)
16.02.2019
ესპანეთის დედოფლის გამორჩეული ჩაცმულობები მაროკოში ვიზიტიდან
16.02.2019
სტუმრად ილონ მასკთან: ინოვაციური სახლი
16.02.2019
რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...