პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 251 მისამართზე განხორციელდა

03.12.2018 ახალი ამბები 101 0 0.0

Загрузка...

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 251 მისამართზე პარკებისა და სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც 11.9 მლნ ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის 1 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მოეწყო ოთხი დიდი პარკი. კერძოდ, გოძიაშვილის, გლდანში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და წურწუმიას ქუჩებზე მდებარე პარკები. დიდი პარკების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც განხორციელდება.

„ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით, სამუშაო ბევრი გვაქვს. ყველაზე მეტად, რაც დღეს დედაქალაქს სჭირდება, მწვანე სივრცეები, პარკები და სკვერებია. მომავალ წელს ვაპირებთ კიკვიძის, ასევე, ვაკისა და ვერის პარკების რაბილიტაციას. ეს ის დიდი პარკებია, რომლებიც ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, ამ დროის განმავლობაში, 349 მისამართზე სპორტული, საბავშვო-გასართობი მოედნები და ფიტნეს ზონები მოეწყო, ამისთვის კი, ბიუჯეტიდან 7 345 293 ლარი დაიხარჯა.

კახა კალაძის განცხადებით, მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, აღებულია 224 ავტოფარეხი. მათ ადგილას კი, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ავტოფარეხების აღება დავიწყეთ. მოსახლეობას სურს, მათ ადგილას სპორტული მოედანი ან პატარა სკვერი მოეწყოს. იმ შემთხვევაში, თუ ორივეს გაკეთება შესაძლებელია, ორივე პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო

251, რეაბილიტაცია, განხორციელდა, მისამარი, მოწყობა, პარკები, სკვერები

ყველის წვნიანი ბარდით / yvelis wvniani bardit
16.02.2019
2019 წლის 17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
16.02.2019
ზოდიაქოს 12 ნიშანი: კურო (21 აპრილი - 21 მაისი) / Zodiaqos 12 nishani: Kuro (21 aprili - 21 maisi)
16.02.2019
ესპანეთის დედოფლის გამორჩეული ჩაცმულობები მაროკოში ვიზიტიდან
16.02.2019
სტუმრად ილონ მასკთან: ინოვაციური სახლი
16.02.2019
რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?
16.02.2019

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...