ფიროსმანის ნამუშევრები დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

05.11.2018 ხელოვნება 17 0 0.0

Загрузка...

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

,, Museum global - Microhistories of an Ex-centric Modernism“ - ის საექპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა.

გამოფენაზე, სახელწოდებით K20-Kunstsammlung NRW, მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები: “მალაკნების ქეიფი“, „ხილის დუქანი“, „ორთაჭალის ტურფა“ და ნატურმორტი პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩისა და სხვათა ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება. 

პარალელურად, ვენის ალბერტინას მუზეუმი ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენას მასპინძლობს.

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

წყარო

ხელოვნება, ნამუშევრები, ფიროსმანი, მუზეუმი, დიუსელდორფი, გამოფენა

რომან გოცირიძე: არავითარ მილიარდნახევარს „ქართუ" არ გადაიხდის, ეს მორიგი სატყუარაა
19.11.2018
ფინანსთა მინისტრი: მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს
19.11.2018
საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება გაიზარდა
19.11.2018
მორის ყვითელაშვილმა მოსკოვში ვერცხლის მედალი მოიპოვა
19.11.2018
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
19.11.2018
რა უნდა დავაწყოთ ახალი წლის სუფრაზე, თუ გვსურს, რომ მთელი წელი არ მოგვაკლდეს გემრიელი საჭმელი? - ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
19.11.2018

სულ კომენტარი: 0
avatar


Загрузка...